- Accueil
- ავტომობილები
- სიტროენ ბრენდი
- სიტროენ C3
ძლიერი მხარეები
გაიგეთ უფრო მეტი 6 ვიდეო რგოლში
სიტროენის კომპაქტური საოჯახო ავტომობილების სეგმენტში დიდი ცვლილებებია. ახალი Citroën C3 – წინ გადადგმული ნაბიჯია, მისი თანამედროვე, ტრენდული, ოპტიმისტური დიზაინის, განახლებული ფერების და გრაფიკული დეტალების სრული მოცულობით. ახალი Citroën C3-ის ძვირად ღირებული და უნიკალური სტილი ამ კატეგორიის სეგმენტში გამორჩეულია. გაეცანით ვიდეო რგოლებს და გაიგეთ უფრო მეტი ახალი Citroën C3-ის სტილის, კონფიგურაციის, ახალი ტექნოლოგიების Citroën ConnectedCAM და Citroën Advanced Comfort-ის შესახებ.
ConnectedCAM - პროგრამული უზრუნველყოფა
მოიწონეთ ახალი Citroën C3- ის ოფიციალური facebook გვერდი, გაეცანით სიტროენის შექმნის ისტორიას, სიტროენის პირველ პარიზულ ავტოშოუს. გაიზიარეთ სიტორენის მნიშვნელოვანი მომენტების ამსახველი ფოტო/ვიდეო კოლაჟი, შექმნილი თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფით -CitroënConnectedCAM ™

ფერების ფართო კომბინაცია
წარმოგიდგენთ ახალ Citroën C3-ს ფერების ფართო დიაპაზონით: ღია მწვანე, თეთრი, ლურჯი კობალტი, მუქი რუხი, ვერცხლისფერი, წითელი, შავი, ნარინჯისფერი და ქვიშისფერი. შექმენით სასურველი კომბინაცია, შეუხამეთ ცხრა ძირითად ფერს სახურავის 3 ნაირსახეობა – შავი, წითელი და თეთრი. გააკეთეთ ზუსტი არჩევანი! (სიტროენი გთავაზობთ შექმნათ მსგავსი ტიპის 36 სახის კომბინაცია). სწორედ ამიტომ ახალი Citroën C3 უფრო თანამედროვე და მიმზიდველია.
როგორ გამოიყურება თქვენი ახალი C3 ?

ყოველთვის მოდური
ინტერიერის ფორმები სრულფასოვანი და რბილია, მისი ყველა კომპონენტი ელეგანტური. კარის, სავარძლებისა და წინა პანელის(ტორპედო) სტილისური მიდგომა ჰარმონიულად ეხემაბე ერთმანეთს. თბილი და მბზინავი ქსოვილის ვიზუალური მხარე ორიგინალურია და მაღალი ხარისხის განწყობას ქმნის. ინტერიერის სტილის მთავარი შთაგონება ჩვენი სამყაროა, ის უფრო მაშტაბურია, ვიდრე უბრალოდ ავტომობილი.

გამარტივებული მართვის შესაძლებლობა
Citroën C3 ასევე აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით. სიტროენი, მსოფლიოში პირველი საავტომობილო ბრენდია, რომელმაც შეიმუშავა პროგრამული უზრუნველყოფა ConnectedCAM Citroën™ და შექმნა HD კამერა. ახალი მოდელი აღჭურვილია ფართო აპარატურული სპექტრით, მათ შორის არის: ხმის ამოცნობის ფუნქცია, რევერსული კამერები, ხაზის გადაკვეთის გამარფრთხილებელი სისტემა და უხილავი ზონის სენსორი. მათი ერთობლიობა უზრუნველყოფს სასიამოვნო და გამარტივებული მართვის შესაძლებლობას.

პერფორმანსი
დეტალები
თანამედროვე დიზაინი

ახალი C3-ის დიზაინის მთავარ პრიორიტეტს ფერადი სახურავი წარმოადგენს. სახურავი, ხელმისაწვდომია სამ ფერში, ემაგრება შავ A სვეტზე და მჭიდროდ ეკვრის სახურავის თაღებს, რაც ხაზს უსვავს მის მკვეთრ და გამორჩეულ სტილს. ლითონისა და შუშის ზუსტი პროპორციები ახალ C3-ს მშვიდ და დაბალანსებულ იერსახეს მატებს.

სიტროენ C3 დახვეწილი გრაფიკული ხელწერით გამოირჩევა. განსხვავებული ფერის ბამპერი ამკვეთრებს ავტომობილის სტილსტურ მხარეს. გამოყენებული მასალა, პოლიურეთანი თერმოპლასტი რბილი და უკაწრავი ზედაპირით ხასიათდება, რაც იცავს ავტომობილს ყოველდღიური დაზიანებისგან მათ შორის მზის, წლის, დაძველების და ნაკაწრებსგან. ბამპერი ამასთანავე ასრულებს ჰაერის ბამპერის ფუნქციას და ატენიანებს ჰაერს. ჰაერის ბამპერი (Airbumps) შედგება 6 ჰაერით სავსე კაფსულისგან, რომელიც მოთავსებულია კარის ქვედა ნაწილში. ჭერის დიზაინის და ფერის გათვალისწინებით, ბამპერის წრიული დეტალები ხელმისაწვდომია თეთრ ან წითელ ფერში.

ორმხრივი წინა მაშუქების დიზაინი აძლიერებს ახალ C3-ის მზერას და საბარგულის სიმაღლის აღქმას. შევრონები და მათი ქრომირებული ორმაგი რიგელი მოგრძო ფორმისაა და გადაჭიმულია სინათლის გამომცემ მაშუქებამდე, ხოლო ძირითადი მაშუქები ხასიათდება მრგვალი ფორმით. ქვემოთ არსებული ბამპერის დიზაინი ავტომობილის წინა ნაწილს სიმაღლეს მატებს და საჰაეროს შთაბეჭდილებას ქმნის. ფერადი ჩანართები ნისლის მაშუქებს გარშემოა განლაგებული და მეტ სიმკვეთრეს ანიჭებს.
მეტი კომფორტი

ახალი სიტროენ C3-ის საბარგულის შიდა სივრცე პრაქტიკული და მოქნილია. ჭკვიანურად დაგეგმილი ცენტრალური განყოფილება ავტომობილის წინა სივრცეს ათავისუფლებს, ამას ემატება საკმაოდ დიდი სათავსო, რაც ამ კატეგორიის სეგმენტში გამორჩეულია. წინა კარები წამოადგენს ტევად სათავსო კუთხეს. სათავსო განყოფილებებისთვის შეხამებულია ღია ფერის ტექსტურა მასში მოთავსებული პირადი ნივთების მარტივად აღსაქმელად. ბარგისთვის ფერთა მახასიათებელი ნაკლებად კომპრომისულია, საბარგულის მოცულობა კი 300 ლიტრია.

ახალი სიტროენ C3–ის პანორამული ჭერი ავტომობილის მთელ შიდა სივრცეს ანათებს და მეტი მოცულობის შეგრძნებას ქმნის. მგზავრებს შესაძლებელობა აქვთ არეგულირონ სინათლის ინტესივობა დღის ნებისმიერ მონაკვეთში .

სიტროენ C3-ი თავს იწონებს დახვეწილი და კომფორტული სავარძლებით. საბორტო აკუსტიკა უზრუნველყობს ხმის იზოლაციას და ინარჩუნებს სიმყუდროვეს მგზავრობის დროს. სიტროენთან ერთად მგზავრობა ყოველთვის მშვიდი და სასიამოვნოა.
მეტი ტექნოლოგია

შთამბეჭდავი პანორამები, ორიგინალური პერსპექტივები და ქალაქის სხვადასხვა ტურები: ახალი C3-ს აქვს შესაძლებლობა აღბეჭდოს თქვენი ყველა შთაბეჭდილება ვიდეო კამერით – ” Citroën ConnectedCAM™”. კამერის სისტემა დამონტაჟებულია უკანა ხედვის სარკეზე და შეუძლია ჩაიწეროს ვიდეო რგოლი ან გადაიღოს ფოტო. ამგვარად ის აღბეჭდავს თქვენს მიერ გავლილ ყოველდღიურ გამოცდილებას : თითის მსუბუქი დაჭერით გადაიღეთ ფოტო ან ვიდეო და გაუზიარეთ თქვენს ახლობლებს სოციალურ ქსელში. კამერის სისტემა იწერს ყველაფერს რაც თქვენი ავტომობილის წინ იშლება. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ჩანაწერი შესაძლოა გამოგადგეთ როგორც მტკიცებულება.

ეს ტექნიკური მოწყობილობა დაგეხმარებათ მსუბუქად და მარტივად გაუმკლავდეთ პარკირების სირთულეებს შემაღლებულ ბორცვებზე. პარკირებისას თქვენ შეგიძლიათ თავიდან აირიდოთ ავტომობილის ნებისმიერი არასასურველი მოძრაობა. “პარკირების ასისტენტი” კარგად მუშაობს 3% დაღმართზე, ის ავტომობილის მოძრაობას 2 წამამდე ასტაბილურებს .

ეს სისტემა მძღოლს მიანიშნებს გვერდითა სარკეებში უხილავი ავტომობილის არსებობაზე ფიქტოგრამის მეშვეობით. ფუნქციონირებს რევერსული რადარების მსგავსი პრინციპით. ძირითადი ფუნქციაა უსაფრთხოების დაცვა, უმეტესწილად ურბანულ საავტომობილო გზებზე.

სისტემა ებრძვის ძილიანობით ან მცირედი უყურადღებობით გამოწვეულ მომენტებს, მაშინ როდესაც თქვენი ავტომობილი 60კმ/ს-ით მოძრაობს . თუ ავტომობილი გადალახავს თეთრ ხაზს ინდიკატორის ჩართვის გარეშე, სისტემა იძლევა გაფრთხილებას, ირთვება ხმოვანი სიგნალი და ვიზუალური განგაში.

როდესაც მოძრაობთ უკუსვლით, რევერსული კამერა აჩვენებს ავტომობილის უკანა ხედს მთავარ ეკრანზე. გამოსახულება გამკვეთრებულია ფერებით და მიანიშნებს ნებისმიერი ობიექტის სიახლოვეზე. სისტემა უზრუნველყოფს გაფართოებულ ხედავს და გიმარტივებთ ყოველდღიურ მართვას.