September 24, 2018

ახალი სიტროენ BERLINGO ტიტულის “2019 წლის საერთაშორისო ფურგონი” მფლობელია

ჰანოვერში გამართულ კომერციული ავტომობილების შოუზე ახალი სიტროენ Berlingo Van- ის შესანიშნავი აღიარება პრესტიჟული ჯილდოს "2019 წლის საერთაშორისო ფურგონი"-ს გადაცემით დასრულდა.

ეს უკვე მეორედ ხდება, როდესაც სიტროენ ბერლინგოს გადაეცემა გამარჯვებულის ჯილდო. პირველი წარმატება 1997 წელს მოიპოვა, რასაც მოჰყვა 1.5 მილიონზე მეტი ავტომობილის რეალიზაცია. მესამე თაობის ავტომობილი Berlingo ასევე დაჯილდოვდა  კომფორტისა და ტექნოლოგიის მნიშვნელოვნად განვითარებისთვის, რომელსაც ფუნქციონალური კომპრომისების გარეშე მიაღწია. ამგვარად, სიტროენ Berlingo  აგრძელებს სიტროენის მემკვირეულ ხაზს ფურგონების სეგმნეტში, რომელიც მოიცავს პორტრეტულ ავტომობილებს როგორიცაა 2 CV Van, Acadiane და C15. ბრენდის სლოგანის “Inspired by Pro” შესაბამისად, ახალი Berlingo, როგორც სიტროენის კომერციული ავტომობილი, სპეციალისტების მოთხოვნებთან და ავტომობილის შესაძლბელობებთან სრულ თანხვედრაშია. ახალი Berlingo გამოირჩევა – 2 უნიკალური ზომის წყალობით (M და XL) და კომფორტისა და უსაფრთხოების  გამოცდილებით, რაც თავის მხრივ გულისხმობს მართვის 20 დამხმარე და 4 დამაკავშირებელ ტექნოლოგიას. პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი, ახალი Berlingo-ს  შეკვეთების მიღება 2018 წლის ბოლო კვარტალში დაიწყება.