October 30, 2018

ისტორიული გამარჯვება

შესანიშნავი კარიერის მანძილზე ეს იყო მათი 79-ე გამარჯვება. ინციდენტებით სავსე ავტორალის შემდეგ სებასიან ლეობმა და დალიენ ელენამ უხელმძღვანელეს Citroën Total Abu Dhabi WRT- ს გამარჯვებით დაბრუნებას, მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს გუნდის მთავარი ღირებულება, რომელიც არასდროს ნებდება.

ბოლოს , როდესაც სებასტიან ლოებმა (Sébastien Loeb)  რალის ფინალურ პოდიუმზე წარმატებული სალტო/ბექფლიპი შემოგვთავაზა იყო 2004 წელს “Tour de Corse”-ზე, რომელიც მის პირველ მსოფლიო ტიტულს მიეძღვნა. ყოფილმა ტანმოვარჯიშემ  მსგავსი ოსტატური ბექფლიპი გუშინ გაიმეორა და ამ გამარჯვებას ისტორიული მნიშვნელობა მიანიჭა, როგორც 2018 წლის პოდიუმის ბოლო სტუმარმა. ექვსი წლის შემდეგ მან დაამტკიცა თავისი ბოლო სრული სეზონი WRC-ზე.  მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში მან რვაჯერ გაიმარჯვა (2005 – 2012 წლებში), მას 2012 წლიდან ამ ავტორბოლამდე არცერთ რბოლაში არ მიუღია მონაწილეობა. თუმცა , მექსიკაში მისი 3 ეტაპიანი გამარჯვება – სადაც მან ასევე სწრაფად მოიპოვა საერთო ლიდერობა – და კიდევ კორსიკის 3 ყველაზე სწრაფი დრო, მიანიშნებდა მის სავარაუდო გამარჯვებაზე.

მისი ერთგული თანა-მრბოლელის დალიენ ელენას (Daniel Elena)  შესანიშნავი დახმარებით , ცხრა გზის მსოფლიო ჩემპიონმა თავი უკეთ გაართვა დაბრკოლებებს : მან კიდევ ერთხელ აჩვენა პირობების ადაპტაციის წარმოუდგენელი შესაძლებლობები, ის გუნდთან ერთად მუდმივად მუშაობდა C3 WRC გამართვაზე, საბოლოო ეტაპზე მან მე-4-ე ადგილი დაიკავა, ის მე-3-ე ადგილის მფლობელს 0.5წმ-ით, ხოლო მე-2-ე ადგილის მფლობელ მრბოლელს 3.4 წმ-ით ჩამორჩა . პროცესის დროს, მან მესამე უსწრაფესი დრო (+2.0წმ) და შემდეგ მეორე უსწრაფესი დრო (+2.9წმ) აჩვენა La Fatarella – Vilalba-ს გადამწყვეტ ეტაპზე (38.85კმ).

ამავდროულად, ქრეიგ ბრინი (Craig Breen) , რომელიც 0.7 ჩამორჩებოდა მისი გუნდის მსოფლიო ჩემპიონს, მყარად მეხუთე ადგილს იკავებდა, თუმცა სასტარტო ეტაპზე მერვე პოზიციაზე გადაადგილდა საერთო მონაცემების მიხედვით. ყველაზე რთული ეტაპი ლოებისთვის (Sébastien Loeb) მაინც შაბათის ეტაპი აღმოჩნდა, ფრანგ ვირტუოზს ისევ ასფალტზე მოუწია ორიენტიენტირება. უფრო მეტიც, სველი გზის სავალი ნაწილი დამატებითი გამოწვევა აღმოჩნდა მისთვის , რადგან  ბოლო 5 წლის მანძილზე მსგავს პირობებში მართვის გამოცდილება არ ჰქონია. და მაინც, მან ყველა უკან მოიტოვა: მაშინ როდესაც ყველა მრბოლელი ტიტულისთვის იბრძოდა, ქრეიგმა გააცნობიერა პირობები და ფინალურ ეტაპზე  SS12 (21.26კმ) მესამე ადგილი მოიპოვა. ის მცირედით,  3.3წმ-ით ჩამორჩა მეორე ადგილის მფლობელს, ხოლო ლიდერს – 8.0წმ . სამწუხაროდ ქრეიგ ბრინმა Craig Breen , მომდევნო ორი მოსახვევის შემდეგ მეცხრე ადგილას გადაინაცვლა.

იმის გათვალისიწნებით, რომ ფინალური ეტაპი გადამწყვეტი იქნება პოდიუმის ყველა მონაწილისთვის, დღე Citroën Total Abu Dhabi WRT-ზე მკვეთრი შეტევით დაიწყო. გუნდისათვის მოსალოდნელი აღმოჩნდა კატალონიის მშრალი გზის ზედაპირი, ხოლო სებასტიან ლოები – ის ერთადერთი მრბოლელი, რომელიც აზარტულად გაართმევდა თავს ყველა დაბრკოლებას.  მოგვიანებით, შუალედურ ფაზაში, მან ორი ეტაპის მოგება მოახერხა  და 7.1წმ-ით ჩამოიტოვა მეორე ადგილის მფლობელი ! უმნიშვნელო მღელვარების მიუხედავად, ფრანგმა ვირტუოზმა შეძლო ბოლომდე გამკლავებოდა რბოლას და მისი კარიერის მანძილზე 79-ე გამარჯვება 2.9წმ-ზე დაესრულებინა, ყველაზე ბოლო გამარჯვება მან 5 წლის წინ არგენტინაში, 2013 მოიპოვა. ამ წარმოუდგენლად შთამბეჭდავმა პერფორმანსმა “წითელ არმიას”სეზონზე პირველი, ხოლო  მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის  ვრცელი ისტორიის მანძილზე 99-ე გამარჯვება მოუტანა. მაშინ როდესაც, ქრეიგ ბრინი მეცხრე ადგილზე გავიდა, ხალიდ ალ ქასიმიმ (Khalid Al Qassimi) წლის ბოლო ოცდამეერთე ადგილით დაასრულა.