October 31, 2019

სიტროენი 2020 წლისთვის ემზადება

RACC 55-ე კატალონიის კოსტა დაურადას რბოლა ესპანეთში (2019 წლის 24-27 ოქტომბერი)

SS2– ზე გამოწვეულმა ჰიდრავლიკურმა პრობლემამ Sébastien Ogier- ის და Julien Ingrassia-ს ფინალში მაღალი ქულებით გასვლის მოლოდინი გარკვეულ წილად შეასუსტა. სიტროენის მსოფლიო რალის ავტომობილმა C3 WRC– მა გუდრონირებულ საფარზე უდავოდ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. თუმცა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. სამწუხაროდ, სიტროენის მსოფლიო ავტორალის გუნდი ”მსოფლიო ტიტულისთვის" ბრძოლაში დამარცხდა.

პარასკევს, მოხრეშილ ზედაპირზე მიმდინარე რბოლა  Sébastien Ogier-ის და Julien Ingrassia-ას წარმატებული გამოსვლით დაიწყო, თუმცა ჰიდრავლიკის პრობლემა საბედისწერო აღმოჩნდა მომდევნო ეტაპზე გამარჯვების მოსაპოვებლად. ამის შემდეგ, Sébastien Ogier-ის და Julien Ingrassia-ს ყურადღება რბოლის დასრულებამდე უკეთეს პოზიციაზე გადასვლისკენ იყო მიმართული. გუშინ, დაწინაურებული მერვე პოზიციით Sébastien Ogier-ის და Julien Ingrassia-ს წყვილმა ხაზი გაუსვა გუდრონირებულ ზედაპირზე სიტროენ C3 WRC-ის პროგრესულ სვლას . დღეს კი, კვლავ განაგრძობენ მსგავს ზედაპირზე სატესტო რეჟიმში რბოლას ,რაც  საშუალებას მისცემს მეტად მომზადებული შეხვდნენ მომდევნო გამოწვევას.

სამწუხაროდ, მათი ძალისხმევა არ აღმოჩნდა საკმარისი შეეჩერებინა Ott Tänak-ის და Martin Järveoja-ს წყვილი მსოფლიო ტიტულის მოსაპოვებლად.სიტროენის მსოფლიო რბოლის გუნდი ყურადღებას 2020 წელზე ამახვილებს და Sébastien Ogier-ის და Julien Ingrassia-ს პირველობისთვის  ბრძოლას განაგრძობს.  სეზონის ფინალური ტური ავსტრალიაში (14-17 ნოემბერს) იმავე მებრძოლი სულისკვეთებით გაიმართება, გუნდის მთავარი ამოცანა 2019 წლის სეზონის ბოლომდე დარჩენაა  – სადაც თერთმეტი მოგებული პოდიუმი და სამი საერთო მოგება დააფიქსირა.