October 22, 2018

ახალი სიტროენ BERLINGO და ახალი C4 CACTUS 2019 წლის “AUTOBEST AWARD”-ის ფინალისტია

დაჯილდოვება "European Autobest Award"-ის ჟიურიმ 20 კანდიდატს შორის 6 ფინალისტი გამოავლინა. ამ პრესტიჟულ დაჯილდოვებაზე სიტროენი წარმოდგებილია 2 მოდელით: ახალი სიტროენ "Berlingo" და ახალი სიტროენ "C4 Cactus". ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ავტომწარმოებელი კომპანია ფინალურ ეტაპზე 2 მოდელით არის წარმოდგენილი, მაშინ როდესაც დაჯილდოვება უკვე 18 წელია იმართება. 2019 წლის "ევროპის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი" Best Buy Car of Europe "-ის გამარჯვებული დასახელდება 15 დეკემბერს.

დაჯილდოვება Autobest  2001 წელიდან  ყოველწლირად იმართება და აველნს  «ყველაზე გაყიდვად ავტომობილს ევროპაში».

ახალი სიტროენ “Berlingo” და ახალი სიტროენ “C4 Cactus” 2019 წლის 6 ფინასლისტ შორის მოხვდა. დაჯილდოვების შექმნიდან, სიტროენი არის პირველი ავტომწარმოებელი კომპანია, რომელიც ფინალურ ეტაპზე 2 მოდელით იყო წარმოდგენილი.

2017 წელს, თითქმის 17 ქვეყნის მონაცემებით სიტროენის ყველაზე გაყიდვადი მოდელი ახლა უკვე ბერლინგოა C3 შემდეგ.  ევროპაში, “Berlingo” მეორე ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია და მსუბუქი კომერციული ავტომობილების (LCV) სეგმენტის ტოპ-სამუელში იკავებს ადგილს. საერთო მონაცემებით, 1996 წლიდან დღემდე  3.3 მილიონი ერთეულია წარმოებული. მომხმარებლის მოლოდინი გამართლდა, ახალი თაობის  Berlingo  უდაოდ კომფორტული ავტომობილია, ის საუკეთესო შენაძენია ოჯახებისთვის და იდეალური პატნიორია მათთვის, ვინც ირჩევს აქტიური ცხოვრების სტილს, უპირატესობას ანიჭებს ტევად და მრავალფუნქციურ ავტომობილს.

უნიკალური ინდივიდუალურობით გამორჩეული ახალი  C4 Cactus ბოლო თაობის ყველაზე კომფორტული ჰეჩბეკია. ახალი ჰეჩბეკი მნიშვნელოვნად განახლდა ტექნოლოგიურად  და ძრავის ოფციების თვალსაზრისით. შესაბამისად მისი პოზიციონირება გამორჩეული, ინდივიდუალური და კომფორტულია. ავტომობილის სტილი, როგორც ადრე, გაბედული და თანამედროვეა. ახალი  C4 Cactus-ის შეუდარებელად მყუდრო შიდა სივრცე აღჭურვილია “Citroën Advanced Comfort® ” პროგრამით. ახალი C4 Cactus პირველი ავტომობილია ევროპაში, რომელიც ხასიათდება შეჩერების პროგრესული ჰიდრავლიკური ბალიშებით, რაც დინამიური მართვის გარანტიაა. ახალი C4 Cactus თავს იწონებს ფართო სავარძლებით “Advanced Comfort” და ამ მხრივ ევროპაში უდაოდ პირველ ადგილზეა.

ევროპოს 31 ქვეყნიდან მოწვეული ჟურნალისტები ხმის მიცემის საფუძველზე აფასებს ფინალისტებს და ითვალისწინებს 13 ძირითად კრიტერიუმს, როგორიცაა: ფასი, დიზაინი, კომფორტი და ტექნოლოგია, სერვისები და სათადარიგო ნაწილების ხელმისაწვდომობა სადისტრიბუციო ქსელში.  27 და 28 ნოემბერს გამართული ჯგუფური შეჯიბრის  შემდეგ, ავტომობილი,რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს გახდება ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი.