ევრო 6.2 სტანდარტი

Légende ci-dessous
ევრო 6.2 სტანდარტი

ევროკავშირის “ევრო” სტანდარტის დადგენილება ითვალისწინებს ემისიების ზღვრული დონეების განსაზღვრას  და  ამ სტანდარტის მქონე ავტომობილების მონაცემების თანხვედრას დადგენილებასთან. ლიმიტი რეგულარულად მცირდება უახლესი  ევრო 6,2 სტანდარტის მიხედვით.
წინა სტანდარტის მსგავსად, ევრო 6.2 სტანდარტი ( Euro 6.2 ) ადგენს ემისიის ზღვარს შემდეგი დამაბინძურებელი აირებისათვის: NOx (აზოტის ოქსიდი), CO (ნახშირბადის მონოქსიდი), მცირე ნაწილაკები და დაუწვავი ნახშირწყალბადი. თუმცა სტანდარტი არ ადგენს ლიმიტს  CO2 ემისიებზე.
2017 წლის სექტემბრიდან “ევრო 6.2 ” სტანდარტი მიღებულ იქნა ახალი ავტომობილის ტიპისთვის და ძალაში შედის 2018 წლის სექტემბერში.

ახალი ძრავები

პასუხი სტანდარტის ცვლილებაზე

 

Herobanner_1400X8001

სიტროენმა დროულად გაითვალისწინა ახალი რეგულაციები: მისი ყველა მოდელი ეთანხმება ევრო 6.2 სტანდარტის მოთხოვნებს.

PSA გჯუფის ავტომობილები აღჭურვილია ევრო 6.2 ძრავით და დადგენილებამდე 3 წლით ადრე  იქნა გამოყენებული. რაც შეეხება, აზოტის ოქსიდს (NOx ), შეთანხმებული კოეფიციენტი შეადგენს 1.5 (RDE ტესტი), და ძალაში 2020 წლის იანვრიდან შედის.
ახალი თაობის PureTech და BlueHDi ძრავები შესაძლებელობას აძლევს სიტროენს დარჩეს ერთი ნაჯით წინ 2020 წლის ევრო 6.2 სტანდარტის მოთხოვნის შესაბამისად.

დამატებით

ევრო 6.2 სტანდარტის ძალაში შესვლა

Robustesse-citroen-Elysée•  საყოველთაოდ შეთანხმებული პროცედურა მსუბუქი ავტომობილების შემოწმებაზე (WLTP)
•  რეალური მართვის ემისიები (RDE).

ევრო 6.2 სტანდარტის შესაბამისად, ორივე პროტოკოლს გააჩნია 3  მთავარი ამოცანა:

•  შემცირდეს CO2 ემისიები, სასათბურე გაზის დახმარებით, რომელიც პასუხიმგებელია კლიმატის ცვლილებაზე,
•  მომხმარებლებს მიეცეთ შესაძლებელობა მოახდინონ რეალური მოხმარების პროგნოზირება დადასტურებული მონაცემების საფუძველზე,
•  ჩატარდეს სრულყოფილი ლაბორატორიული ტესტი რეალური მართვის ემისიების გასაზომად, ზოგიერთი ჰაერის დამაბინძურებელი აირებისთვის (მაგალიდათ აზოტის ოქსიდი, NOx).

ლექსიკონი

Euro standard
ევროპული ემისიების სტანდარტი, ცნობილი როგორც ევრო სტანდარტი, სატრანსპორტო საშუალებებისთვის აწესებს მაქსიმალურ შეზღუდვას ემისიებზე,რომელიც დამტკიცებულია ევროკავშირის მიერ.
ევრო 6.2 სტანდარტი, იგივეა რაც ევრო 6.D-TEMP.  2020 წლის იანვარში ძალაში შევა ახალი დადგენილება – ევრო 6.3 სტანდარტი, ასევე ცნობილი როგორც ევრო 6.d  ან 6.d full.

NOx, CO2, მყარი ნაწილაკები, CO: აზოტის ოქსიდი, ნახშირორჟანგი, უმნიშვნელო ნაწილაკები, ნახშირბადის მონოქსიდი
ძირითადი ემისიები უგულებელყოფილია სითბური ძრავით, რომლის ზღვრები ევროპულ სტანდარტებით განისაზღვრება.

საყოველთაოდ შეთანხმებული პროცედურა მსუბუქი ავტომობილების შემოწმებაზე (WLTP)
ეს არის ავტომობილის რეგისტრაციის ახალი მეთოდი, ჰარმონიზებული  ტესტი, რომელიც ავტომობილის საწვავის მოხმარების  და გამონაბოქვის დონის დასადგენად გამოიყენება. ახალი პროცედურის სატესტო პირობები გაცილებით რეალურია ვიდრე NEDC-ის შემთხვევაში, რაც გვეხმარება მომხმარებლისთვის ზედმიწევნით ზუსტი ინფორმაციის მიწოდებაში.
საერთაშორისო ტექნიკური სამსახურის (UTAC,საფრანგეთი) მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარებული შემოწმება მიმდიმარეობს სტანდარტიზებული მართვის ციკლის  მიხედვით ( დრო, სიჩქარე, ტექნიკური მხარე, ტემპერატურა და ა.შ)  ყველა მწარმოებლისთვის თანაბარ პირობებში, როგორც საწვავის მოხმარების ისე გამონაბოქვის დონის შემოწმებისთვის.

RDE: რეალური მართვის ემისია
რეალური მართვის ემისია შეავსებს WLTP კვლევას, ის უშუალოდ ავტომობილისგ გზაზე მოძრაობის პროცესში აღრიცხავს დაამაბინძურებელი ნივთიერების, როგორიცაა აზოტის ოქსიდს(NOx) დონეს და ითვლის ნაწილაკების ემისიების რაოდენობას(PN)