პროგრამა Citroën Advanced Comfort®

ჩვენი მიზანი ბოლო 100 წლის მანძილზე :
მართვის კომფორტი:

 

600x430_2 1919 წლიდან სიტროენი საავტომობილო კომფორტის ლიდერია. დღეს, მისი მართვის სტილი ილუსტრირებულია ბრენდის კონცეფციით ” იყავი განსხვავებული, შეიგრძენი სიამოვნება” და პროგრამით Citroën Advanced Comfort®. კონცეფციის მიზანია: შექმნას მშვიდი სამგზავრო გარემო, გაამარტივოს მართვის შესაძლებლობა  და უზრუნველყოს სიმშვიდის შეგრძნება.

სად შეიქმნა პროგრამა CITROËN ADVANCED COMFORT® ?

600x430_3

პროგრამა Citroën Advanced Comfort®-ის ინტეგრირებული ტექნოლოგია და კომფორტი თქვენს მოლოდინს სცდება.

პროგრამა Citroën Advanced Comfort® ადვილად მოსაძებნი და შესასწავლია.
უბრალოდ მოძებნეთ Citroën Advanced Comfort®-ის ლოგო გვერდის ზედა ნაწილში, ჩართეთ ვიდეო და გაეცანით თქვენი რჩეული ავტომობილის კომფორტის ექსკლუზიურ მახასიათებლებს.

 

… და მაქსიმალურად თავისუფალი სივრცე

შეიმსუბუქე ცხოვრება

600x430_4
ყოველი ჩვენგანი საკმაოდ ბევრ დროს ატარებს საკუთარ ავტომობილში. სწორედ ამიტომ, სიტროენმა თქვენთვის შექმნა ფართო, მოწესრიგებული  და ფუნქციონალური ინტერიერი უამრავი სათავსოებით.

თქვენთვის შექმნილი Top Box®, რომელსაც სიტროენ C4 Cactus-სი გთავაზობთ და ასევე Modutop® სიტროენ ბერლინგოსგან, დაიტევს ყველა საჭირო ნივთს და აგარიდებთ არეულობას ავტომობილში.

მშვიდი მოგზაურობა

600x430_5

მოდუნდი  და დაისვენე – ეს არის ის რაზეც თქვენ მოგზაურობის დროს ფიქრობთ არა? სწორედ ამიტომ, სიტროენის პროგრამა Advanced Comfort® ქმნის კომფორტის ახალ სახეობას, მშვიდ და მოქნილ გარემოს, სადაც მარტივად შესაძლებელია ისიმოვნო მგზავრობით. ჩვენი კომფორტული სავარძლების და მშვიდი სალონის გარდა, მაქსიმალურად შემცირებულია გარედან შემომავალი ხმაური და ვიბრაცია, შესაბამისად, სიტროენის ყველა ავტომობილი თითოეული მგზავრისთვის შეუდარებლად კომფორტულია.

ახალი სიტროენ C4 Picasso და გრანდ C4 Picasso სიტროენის კომფორტული ინტერიერის შესანიშნავი მაგალითია:  მისასალმებელი, ნათელი, ტევადი და თბილი ინტერიერი, პირველივე წუთიდან ყველა მგზავრს სიმყუდროვეს და შინაურულ გარემოს სთავაზობს. ამ განსაკუთრებული შეგრძნების მთავარ ნაწილს კი რელაქსაციის ფუნქცია* წარმოადგენს, რომელიც ინსპირირებული ტექნოლოგიების გამოყენებით  კომფორტის მოცემულობას აერთიანებს.

 

უწყვეტი კავშირი

600x430_6დაკავშირების პრობლემები და გზის განაპირა მხრიდან სატელეფონო ზარების განხორციელება, წარსულს ჩაბარდა. პრაქტიკული და ინტუიციური ტექნოლოგიების, მართვის ასისტენტის და გაუმჯობესებული ფუნქციების დახმარებით თქვენი პერსონალური მოწყობილობა და ამასთანავე ავტომობილი ყოველთვის ერთმანეთთან კავშირშია. ყოველდღიურად ავტომობილის მართვა სულ უფრო მარტივი, მოსახერხებელი და უსაფრთხო ხდება.

 … მადლობა  პროგრამა ADVANCED COMFORT®-ის პერსონალურ ასისტენტს !

შინაგანი სიმშვიდე

600x430_7

ხშირად, დამღლელი დღის ბოლოს ყველას გვესაჭიროება დასვენება!

ახალი ტექნოლოგიის და გონიერი დიზაინის წყალობით, სიტროენის  Advanced Comfort® არის პროგრამა, რომელიც ზრუნავს თქვენი გონების და სხეულის რელაქსაციაზე. ამიტომაც, თქვენი ავტომობილის დიზაინის მთავარი ამოცანაა შემოგთავაზოთ სიმშვიდე, წყნარი და რეგულირებადი ატმოსფერული განათება, რბილი და ხარისხიანი ქსოვილი, და ჯანსაღი ჰაერი.

რატომ არ უნდა იყოს თქვენი მანქანის ინტერიერი სიმშვიდის და კეთილდღეობის წყარო?

ამაში თავად შეგიძლიათ დარწმუნდეთ

აღმოაჩინე სიტროენის ავტომობილების დიაპაზონი

… დამშვიდდით  CITROËN ADVANCED COMFORT®-თან ერთად !