უნიკალური და აქამდე არნახული კომფორტი
Citroën ყოველთვის გვთავაზობდა ავტომობილში ყოფნის უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც კეთილდღეობასა და კომფორტზეა ორიენტირებული. მისი ავტომობილების მოდელები აერთიანებს ერთი შეხედვითვე ამოსაცნობ დიზაინს და გამორჩეულ კომფორტს, რომელიც 100 წლის გამოცდილებისა და ცოდნის შედეგია. Citroën-ის უნიკალური და გამორჩეული კომფორტი ინოვაციების ერთობლიობას ეფუძნება და დღეს უკვე ბრენდის ნამდვილ სავიზიტო ნიშნად იქცა.

CITROËN ADVANCED COMFORT® პროგრამა
Citroën Advanced Comfort® მიდგომა ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს:
- მყუდროების ეფექტი — რბილი შეხებისა და აკუსტიკური კომფორტის წყალობით.
- პრაქტიკულობა — ინტერიერის სივრცის ეფექტური გამოყენება ნებისმიერ სიტუაციაში, რაც სასიამოვნო და კომფორტულ გარემოს ქმნის.
- სიმშვიდე — მშვიდი და სასიამოვნო გარემო, რომელიც გონებრივ სიმშვიდეს უზრუნველყოფს.
- სიმსუბუქე — ინტუიციურ და სასარგებლო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მარტივი და შეუფერხებელი გამოყენება.
მყუდროების ეფექტი
პრაქტიკულობა
სიმშვიდე
სიმსუბუქე
Citroën-ის სახლი
La Maison Citroën — Citroën-ის ურბანული გაყიდვების სივრცის უახლესი კონცეფციაა. მყუდრო გარემოში თქვენ გელით უნიკალური და მარტივი გამოცდილება, რომელიც ფიზიკურ და ციფრულ სივრცეებს აერთიანებს. La Maison Citroën სრულად შეესაბამება Citroën Advanced Comfort® პროგრამის კონცეფციას.
SEETROËN სათვალეები
ყველას კომფორტზე ზრუნვით, Citroën მგზავრობისას გულისრევის პრობლემის გადაჭრის გზას გვთავაზობს — SEETROËN სათვალეებს. „ჰაი-ტექ“ დიზაინის მქონე ეს ერგონომიული და მარტივად გამოსაყენებელი სათვალეები მგზავრობისას დისკომფორტის შემცირებაში დაგეხმარებათ და მოგზაურობის სიამოვნებას დაგიბრუნებთ.