სიტროენის SUV დიაპაზონი
სიტროენის სპორტული უნივერსალები (SUV ) გამოირჩევა სათავგადასავლო სტილით და მაქსიმალური მოქნილობით. პროგრესული ამორტიცაზიის სისტემა Progressive Hydraulic Cushion®-ის ეფექტურობა, თანამედროვე ტექნოლოგიები (მართვის ასისტანსი, უსაფრთხოების ფუნქციები, მულტიმედია-სერვისები და ა.შ.) ტევადი სათავსო სივრცეები, ერთიანობაში ქმნიან კომფორტის ისეთ შეგრძნებას , რომელსაც SUV ავტომობილების კლასში იშვიათდ შეხვდებით.
სიტროენ C5 AIRCROSS
მეტი სიმძლავრისა და დახვეწილობის გამოხატვის მიზნით სიტროენ C5 Aircross-მა მოდერნიზება განიცადა და კომფორტის, სივრცისა და უნივერსალურობის სხვა შესაძლებლობა შექმნა როგორც ექსტერიერის და ინტერიერის მიმართულებით - წინა მხარის დიზაინი, უკანა მაშუქების სახასიათო განლაგება, საბურავის დისკები, სამგზავრო სალონი, ფერები და მასალები, ინტელექტუალური სისტემები და კიდევ სხვა ბევრი დეტალის გათვალისწინებით, მოდელმა ბაზრის უფრო ელიტურ სეგმენტში გადაინაცვლა.
უსაფრთხოებისა და დამხმარე ტექნოლოგიების ბოლო თაობის ფუნქციების წყალობით, სიტროენ C5 Aircross გთავაზობთ იდეალურ კომფორტს მგზავრობისას.
სიტროენის დატენვადი ჰიბრიდი C5 AIRCROSS
ახალი სიტროენ C5 Aircross-ის დატენვადი ჰიბრიდული დანადგარი უზრუნველყოფს 55კმ-მდე მანძილის გავლას ელექტროძრავით (WLTP ციკლის მონაცემებით), რაც უაღრესად კომფორტულია ყოველდღიური გადაადგილებისთვის და უზრუნველყოფს შეუზღუდავ სვლას ბენზინის ძრავით შორი მოგზაურობებისთვის.
CITROËN C3 AIRCROSS
SUV სეგმენტისთვის სახასიათო დიზაინის C3 Aircross პერსონალიზაციის 70 ვარიანტს გთავაზობთ. ის უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტ კომფორტს Advanced Comfort სავარძლების წყალობით და ამავდროულად ინარჩუნებს მოქნილ კონსტრუქციას, სივრცეს და გამორჩეულ სტილს.