თქვენზე მორგებული ბატარეის პაკეტი

ნებისმიერ ამინდში ავტომობილის დაუყოვნებლივ დასაქოქად, Citroën-ის სპეციალისტები გთავაზობენ მაღალი წარმადობის ბატარეების შერჩეულ ასორტიმენტს, რომლებიც მწარმოებლის მკაცრ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ამ პაკეტის არჩევით იზრუნებთ ბატარეის გამართულ მუშაობასა და მაქსიმალურ გამძლეობაზე.

Citroën-ის ბატარეა

ზამთრისთვის მომზადება

გაუმართაობის თავიდან ასაცილებლად, რეგულარულად შეამოწმებინეთ დამუხტვის სისტემის სრული მდგომარეობა Citroën-ის სპეციალისტს. ზამთრის დადგომამდე შეამოწმებინეთ აკუმულატორი სპეციალური ტესტერით. ასე შეძლებთ, საჭიროების შემთხვევაში, წინასწარ გადაწყვიტოთ მისი შეცვლა და თავიდან აიცილოთ მოულოდნელი დაზიანებით გამოწვეული უსიამოვნებები.

გაფრთხილება

მოერიდეთ ექსტრემალურ ტემპერატურას, რომელიც აზიანებს აქტიურ მასას, ამცირებს ელექტროლიტის (წყლისა და მჟავის ნარევის) ელექტროგამტარობას, ასუსტებს აკუმულატორს და აჩქარებს მის ცვეთას. ასევე ყურადღება მიაქციეთ გენერატორის მდგომარეობას — მისი გაუმართაობა შესაძლოა აკუმულატორის ნაადრევ ცვეთას იწვევდეს.