Voir le contenu
Voitures familiales Citroën

სიტროენის საოჯახო ხაზი

აღმოაჩინეთ სიტროენის საოჯახო ხაზი,  Berlingo და სიტროენ SpaceTourer.

თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, საშუალება გაქვთ შეარჩიოთ 5, 7 ან 9-ადგილიანი მოდელი. ორივე მოდელი პრაქტიკულია ყოველდღიური გადაადგილებისთვის. შეიგრძენი კომფორტი და უსაფრთხოება, მოიწყვე დაუვიწყარი გამოცდილებას მგზავრობისას. მთავარი უპირატესობა  კი მათი ფართო და მოცულობითი  ინტერიერია,  ბარგის შესანახი სივრცე და სათავსოები. სალონში არსებული სხვადასხვა ტექნოლოგია, სიამოვნებას მიანიჭებს მთელ ოჯახს.

სიტროენ BERLINGO 

გადაეშვით თავგადასავლებში სიტროენ BERLINGO-სთან ერთად!
ავტომობილი, რომელიც ხელმისაწვდომია M და XL ზომებში, მოგხიბლავთ მოქნილობით და სივრცით. სიტროენი BERLINGO არჭურვილია ინოვაციური სისტემით Modutop®-ით, მისი ინტერიერი ფართო და ნათელია, 92 ლიტრი მოცულობის საბარგო სივრცე კი საოცრად მოსახერხებელი და პრაქტიკული მთელი ოჯახისთვის.

280-კილომეტრიანი დაფარვის დიაპაზონით (WLTP ციკლის მონაცემებით), Berlingo გულისხმობს მოქმედების უდიდეს თავისუფლებას არა მხოლოდ ხისტად რეგლამენტირებულ ურბანულ სივრცეებში, არამედ ასევე ქალაქის შემოგარენში თუ ქალაქგარეთ.

CITROËN SPACETOURER

ოჯახთან და მეგობრებთან ერთად სასეირნოდ შექმნილი სიტროენ SpaceTourer გთავაზობთ უხვსივრციან და კომფორტულ გარემოს, Advanced Comfort ტექნოლოგიით აღჭურვილი სავარძლებით

საოჯახო უნივერსალი ხელმისაწვდომია 3 ზომაში (XS, M და XL) და იტევს მაქსიმუმ 8 მზავრს. მოძრავი მინის სახურავისა და ორად გაყოფილი საჩრდილობლების წყალობით, ყველა მგზავრს შეუძლია ისიამოვნოს ბუნებრივი სინათლით. 

2/3-1/3 უკანა სავარძლები დამოუკიდებლად სრიალებს მგზავრებისთვის სავარძლისქვეშა სივრცის დასარეგულირებლად. ავტომობილის სალონში მოწყობილია უამრავი სათავსო, ხელსაწყოთა პანელზე არსებული სანივთე უჯრა გამაგრილებლითაცაა აღჭურვილი. დაბოლოს, ბორტზე არსებობს 6-მდე USB პორტი და 12-ვოლტიანი და 220-ვოლტიანი როზეტები თქვენი მობილური ხელსაწყოების დასატენად. ელექტრომობილი სიტროენ ë-SpaceTourer მორგებულია თქვენს ნებისმიერ სურვილზე და საჭიროებაზე!