ზეთის შეცვლა თქვენი ძრავის დასაცავად

ზეთის შეცვლის მომსახურება ხელს უწყობს თქვენი ავტომობილის გამართულ მუშაობას, იცავს ძრავას და ახანგრძლივებს მის ექსპლუატაციის ვადას. ამასთან, ამცირებს საწვავის მოხმარებასა და მავნე გამონაბოლქვს. ზეთის შეცვლა ავტომობილის მოვლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცედურაა და წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩატარდეს.

Citroën-ის ზეთის შეცვლის მომსახურების პაკეტი

ავტომობილის ზეთის შეცვლა

ზეთის შეცვლა გულისხმობს ძველი ზეთისგან სისტემის დაცლასა და ახალი ზეთით შევსებას.

ზეთის შეცვლის მომსახურების პაკეტი მოიცავს:

  • თქვენი ავტომობილისთვის შესაფერის ზეთს (5 ლიტრამდე);

  • ზეთის ფილტრის შეცვლას;

  • სამუშაოს ღირებულებას;

  • Citroën-ის სპეციალისტების მიერ ვიზუალურ შემოწმებას და შესრულებული სამუშაოს აღრიცხვას.

თავისი ავტომობილების ძრავებისთვის Citroën უპირატესობას TotalEnergies-ის ზეთებს ანიჭებს.

ზეთის შეცვლა — თქვენი ავტომობილის აუცილებელი მოვლის პროცედურა

ზეთის შეცვლა აუცილებელია, რადგან ის ხელს უწყობს ავტომობილის მუშაობის შედეგად წარმოქმნილი მინარევების მოცილებას. ზეთის დროული შეცვლა ასევე ახანგრძლივებს ძრავისა და გამონაბოლქვის სისტემის ექსპლუატაციის ვადას.

რა დანიშნულება აქვს ძრავის შეზეთვას?

ძრავის შეზეთვას რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. ის ამცირებს ხახუნს, ხელს უშლის დეტალების ნაადრევ ცვეთას, ხელს უწყობს ძრავის გაგრილებას და იცავს მას კოროზიისგან. გარდა ამისა, ძრავის სათანადო შეზეთვა ამცირებს საწვავის მოხმარებას და, შესაბამისად, CO₂-ის გამონაბოლქვსაც.

 

 

 

OIL APPROVED FOR DV5 ENGINE
FPW9.55535/03
TOTALENERGIES QUARTZ INEO RCP 5W30
o
EUROREPAR PREMIUM SUN 5W-30
o
EXXON MOBIL ESP FORMULA P 5W30
o
FUCHS TITAN GT1 PRO FPW03 SAE 5W-30
o
YACCO LUBE S/03 5W-30
o

 

 

Citroen developed a new oil specification FPW9.55535/03 with the aim to provide a very high protection of the engine against wear and fouling.
The table below gives the list of the products officially approved by Citroen. It means that these products have successfully passed all the tests of this new specification and all results have been checked by Citroen.