თქვენი შიდაწვისძრავიანი ავტომობილის მოვლა

გსურთ, თქვენი ავტომობილი დიდხანს შეინარჩუნოთ კარგ მდგომარეობაში? რეგულარულად ჩაუტარეთ ტექნიკური მომსახურება! Citroën-ის ტექნიკური მომსახურების წიგნაკში იხილავთ ყველა საჭირო სერვისს და თითოეული მათგანის ჩატარების რეკომენდებულ პერიოდულობას. მწარმოებლის გარანტიის მოქმედება ნაწილობრივ დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორად და დროულად სრულდება ეს სამუშაოები.

ცხოვრების გასამარტივებლად, თქვენი ავტომობილის ტექნიკური მომსახურების წიგნაკი უკვე ციფრულ ფორმატშია ხელმისაწვდომი! MyCitroën აპლიკაცია შეგახსენებთ ტექნიკური მომსახურების თარიღებს და მის დაგეგმვას გაგიმარტივებთ.

ისარგებლეთ გეგმური ტექნიკური მომსახურებით

როგორც იცით, ავტომობილის რეგულარული ტექნიკური მომსახურება დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ გაუმართაობა და დამატებითი სარემონტო ხარჯები. სწორედ ამიტომ, Citroën გთავაზობთ გეგმური ტექნიკური მომსახურების სპეციალურ და ხელსაყრელ პაკეტებს, რომლებიც მოიცავს მწარმოებლის რეკომენდაციით გათვალისწინებულ მომსახურებას, ზეთის შეცვლას, სამუხრუჭე სისტემის შემოწმებასა და მომსახურებას, კონდიცირების სისტემის მოვლას და სხვა სამუშაოებს.

ენდეთ Citroën-ის სერვისცენტრების ქსელის გამოცდილებას, პროფესიონალიზმსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს. თქვენი ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად მოვლისას, წინასწარ განსაზღვრული პაკეტები, რომლებიც სათადარიგო ნაწილებისა და სამუშაოს ღირებულებასაც მოიცავს, დაგეხმარებათ ხარჯების კონტროლში.

ყოველი ტექნიკური მომსახურების შემდეგ არ დაგავიწყდეთ მომსახურების წიგნაკის შევსება — ის მნიშვნელოვანი უპირატესობაა, თუ მომავალში ავტომობილის გაყიდვას გადაწყვეტთ.

გაიგეთ მომსახურების ღირებულება წინასწარ

იმისათვის, რომ წინასწარ გაიგოთ თქვენი ავტომობილის ტექნიკური მომსახურების ღირებულება, როგორიცაა : ზეთის შეცვლა, სამუხრუჭე სისტემის მომსახურება, კონდიცირების სისტემის მოვლა და სხვა სამუშაოები, აუცილებელია შეავსეთ ფორმა და მიიღეთ შესაბამისი ინფორმაცია. 

 

ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილები: რა ტექნიკური მომსახურებაა საჭირო?

თუ ფლობთ Citroën-ის დატენვად ჰიბრიდულ ან 100%-იან ელექტრო ავტომობილს,  ანდეთ ის Citroën-ის ტექნიკოსებს და მათ მრავალწლიან გამოცდილებას. ბრენდის სერვისცენტრების ქსელი უზრუნველყოფს უახლესი თაობის ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების სრულფასოვან ტექნიკურ მომსახურებას.