ჰიბრიდული ტექნოლოგიები
ბუნებრივია, თქვენი დატენვადი ჰიბრიდული ავტომობილის ტექნიკური მომსახურებისას საუკეთესოს ელით.
Citroën-ის სერვისცენტრი აღჭურვილია საჭირო სპეციალური ხელსაწყოებით, ხოლო მათი სპეციალისტების გადამზადება ხდება ახალი ტექნოლოგიების მომსახურების სპეციფიკის გათვალისწინებით. Citroën-ის ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულებისა და მომსახურების გარანტიების წყალობით, მშვიდად და თავდაჯერებულად იმგზავრეთ.
ჰიბრიდული ავტომობილის ტექნიკური მომსახურება
დატენვადი ჰიბრიდული ავტომობილის მოვლა მოიცავს როგორც შიდაწვის ძრავიანი, ისე ელექტრო ავტომობილისთვის საჭირო ტექნიკურ მომსახურებას. ამიტომ ტექნიკური მომსახურების პერიოდულობა ისეთივეა, როგორიც შიდაწვის ძრავიან ავტომობილში, თუმცა ჰიბრიდული ტექნოლოგიისთვის დამახასიათებელი დამატებითი სამუშაოებიც სრულდება.
მიუხედავად ამისა, ჰიბრიდული ავტომობილის ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულების ღირებულება შიდაწვის ძრავიანი ავტომობილისთვის განკუთვნილი ხელშეკრულების ფასის იდენტურია! ხელშეკრულება მოიცავს გზაზე დახმარების სერვისს, გაუმართავი ნაწილების შეკეთებას ან შეცვლას, გეგმურ ტექნიკურ მომსახურებასა და ცვეთადი ნაწილების შეცვლას.