CITROËN-ის გარანტია
CITROËN-ის ახალი ავტომობილების გარანტია
| გარანტია ვრცელდება : | გარანტია არ ვცერლდება - სამუშაოთა ნუსხა | გარანტია არ ვცერლდება - სათადარიგო ნაწილები |
|
|
|
გარანტია — მეტი სიმშვიდისთვის
როდის შედის ძალაში საგარანტიო ხელშეკრულება?
საგარანტიო ვადის ათვლა იწყება ავტომობილის მყიდველისათვის გადაცემის მომენტიდან და განისაზღვრება ვადით 5 წლის ვადით ან 150.000 კმ-ით (რომელიც ადრე შესრულდება).
როგორ მოქმედებს გარანტია?
გარანტია გულისხმობს უვარგისი ნაწილის, აგრეთვე საწარმოო დეფექტის მქონე კვანძებისა და აგრეგატების რემონტს ან შეცვლას (შეკეთებას შეუძლებლობის შემთხვევაში), მათ მონტაჟთან/დემონტაჟთან დაკვშირებულ უფასო მომსახურებას. ამასთან ავტომობილი უნდა გადიოდეს სავალდებულო ტექნიკურ მომსახურებას სადილერო ცენტრში.საგარანტიო ვალდებულებები არ ვრცელდება ბუნებრივი ცვეთის გამოწვეულ დეფექტებზე. არასწორი ექსპლუატაციით ან სერვისით, აგრეთვე ავტომობილის კონსტრუქციაში დილერთან შეუთანხმებელი ცვილებების შეტანით გამოწვეულ დაზიანებებზე.საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას ავტომობილზე გამოვლენილი ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრა, შეკეთება ან საქონლის ახლით შეცვლა განახორციელოს საკუთარი სახსრებით.
მხოლოდ Citroën-ის ავტორიზებული სერვისცენტრის დიაგნოსტიკა დაადგენს, ფარავს თუ არა გამოვლენილ ხარვეზს Citroën-ის კომერციული გარანტია.
რა დროს არ მოქმედებს საგარანტიო პირობა?
გარანტია არ ვრცელდება შემდეგი მიზეზით გამოწვეულ დაზიანებებზე, როგორიცაა :
- ავტოსატრანსპორტო შემთხვევა
- გარეგანი მექანიკური ზემოქმედება
- სტიქიური მოვლენები
- აფეთქება
- ხანძარი
- ექსპლუატაციის ნორმების დარღვევა
* საგარანტიო პირობები ასევე არ ვრცელდება ავტომობილის კონსტრუქციაში ჩარევის შედეგად დამდგარ გაუმართაობაზე,
ყიდით ავტომობილს? წყდება თუ არა გარანტია?
ავტომობილის გარანტიასთან დაკავშირებით შეკითხვა გაქვთ? ვის უნდა მიმართოთ?
უპირველესად, გაეცანით ავტომობილის გადაცემისას მიღებულ ტექნიკური მომსახურებისა და გარანტიის წიგნაკს — მასში ყველა საჭირო ინფორმაციაა. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ Citroën-ის სერვისცენტრს.
ჩვენი მისამართია: თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი 118,
ტელეფონი: 322 12 12 20, 557 12 62 12.