CITROËN-ის ტექნიკური ინსპექტირების წინასწარი შემოწმების პაკეტი
ტექნიკურ ინსპექტირებამდე რამდენიმე დღით ადრე შეამოწმეთ, რომ თქვენი Citroën გამართულად მუშაობს.
ტექნიკური ინსპექტირების წინასწარი შემოწმების პაკეტი
ეწვიეთ Citroën-ის სერვისცენტრს, სადაც გაყიდვის შემდგომი მომსახურების სპეციალისტები უფასოდ ჩაგიტარებენ ტექნიკური ინსპექტირების წინასწარ შემოწმებას. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, ისარგებლოთ სრული შემოწმებით და ტექნიკური ინსპექტირების დღეს მშვიდად მიხვიდეთ.
600-მდე შესამოწმებელი პუნქტი
Citroën-ის სპეციალისტები 600-მდე შესაძლო გაუმართაობას ამოწმებენ და გაცნობებენ, თუ ტექნიკურ ინსპექტირებამდე აუცილებელია რაიმე შეკეთების ჩატარება. Citroën ამ პროცესში გეხმარებათ და ამ მომსახურებისთვის თანხას არ გახდევინებთ.
სიმარტივე Citroën-ისგან
ჩაეწერეთ თქვენთვის სასურველ Citroën-ის სერვისცენტრში. სპეციალისტთა გუნდი წინასწარ შემოთავაზებთ საჭირო სარემონტო სამუშაოების შესახებ და გაცნობებთ თქვენი ავტომობილის არსებულ მდგომარეობას. ეს პროცედურები დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირების დამატებითი ხარჯები.