CITROËN — შეუპოვრობისა და ინოვაციების 100 წელი
CITROËN-ის მემკვიდრეობა
1919 წლიდან მოყოლებული, Citroën-ის ბრენდი გამოირჩევა გაბედულებითა და ადამიანზე ორიენტირებული მიდგომით, რაც მისი ისტორიის განმავლობაში უცვლელ ღირებულებად რჩება.
300-ზე მეტი მოდელისგან შემდგარი, თითქმის საუკუნოვანი ისტორიული მემკვიდრეობით, რომელთაგან ზოგიერთმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა საავტომობილო ინდუსტრიაში, Citroën-მა განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა ფრანგების გულებში.
გთავაზობთ, გაეცნოთ ამ ისტორიულ გზას, რომლის დასაწყისიც ანდრე სიტროენის გამორჩეულ ხედვას უკავშირდება.
ლოგოს წარმოშობა
100 წლის ისტორია
Citroën Origins-ის ვირტუალური მუზეუმი
2016 წელს შექმნილი ეს ვირტუალური მუზეუმი, რომელიც 65 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, Citroën-ის 83 საკულტო მოდელის კოლექციას აერთიანებს.
ის უნიკალურ, ინტერაქციულ გამოცდილებას გთავაზობთ — ვიზუალური და ხმოვანი ეფექტების საშუალებით შეგიძლიათ გაეცნოთ ბრენდის მოდელებს 3D ფორმატში, როგორც ინტერიერიდან, ისე ექსტერიერიდან.
Citroën-ის არქივი
1919 წლიდან დღემდე Citroën-მა უნიკალური საავტომობილო მემკვიდრეობა შექმნა. ამ მემკვიდრეობას ოლნე-სუ-ბუას კონსერვატორია ინახავს — ფიზიკური მუზეუმი, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საავტომობილო კოლექციაა წარმოდგენილი და 400-ზე მეტ ისტორიულ მოდელს აერთიანებს.
ამასთანავე, აქ დაცულია ინდუსტრიული და კომერციული არქივებიც, რომლებიც ამ გამორჩეული ბრენდის ისტორიას ასახავს.