CITROËN-ის მწარმოებლის რეკომენდაციებით გათვალისწინებული ტექნიკური მომსახურების პაკეტი

ჩვენმა სპეციალისტებმა თქვენი Citroën კარგად იციან. რეგულარულად ჩაუტარეთ ავტომობილს ტექნიკური მომსახურება და Citroën-ის მომსახურების პაკეტების დახმარებით იზრუნეთ მის გამართულ მდგომარეობაზე, თანაც წინასწარ განსაზღვრეთ ხარჯები. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი მომსახურება და მიიღეთ ფასის შეთავაზება ონლაინ.

მწარმოებლის რეკომენდაციებით გათვალისწინებული ტექნიკური მომსახურება

საწყისი ფასი: XX € (დღგ-ის ჩათვლით)

Citroën გთავაზობთ სრულ მომსახურებას, რომლის ღირებულებაშიც შედის როგორც საჭირო ნაწილები, ისე სამუშაოს შესრულება. მომსახურება მოიცავს ზეთის შეცვლას, ზეთის ფილტრის შეცვლას, ტექნიკური სითხეების დონის შევსებას, უსაფრთხოების სისტემების შემოწმებასა და რეგულირებას, თვითდიაგნოსტიკის მონაცემების წაკითხვას და Citroën-ის სპეციალისტების მიერ 15 დამატებით შემოწმებას. ეს ყველაფერი ხელმისაწვდომ ფასად.

რატომ არის მნიშვნელოვანი ავტომობილის რეგულარული ტექნიკური მომსახურება?

ავტომობილის გამართული მუშაობისა და მისი შესაძლებლობების ხანგრძლივად შესანარჩუნებლად აუცილებელია წელიწადში ერთხელ ტექნიკური მომსახურების ჩატარება. ძრავის არასათანადო მოვლა აჩქარებს მის ცვეთას და ამცირებს ავტომობილის ეფექტურობას. ზეთის დროულად შეცვლაც კი დაგეხმარებათ ძვირადღირებული შეკეთების თავიდან აცილებაში, მათ შორის ძრავის შეცვლის აუცილებლობისგან.

თავისი ავტომობილების ძრავებისთვის Citroën უპირატესობას TotalEnergies-ის ზეთებს ანიჭებს.

როდის უნდა ჩაუტარდეს ავტომობილს ტექნიკური მომსახურება?

ტექნიკური მომსახურების მოცულობა და სიხშირე დამოკიდებულია ავტომობილის მოდელზე, ძრავის ტიპზე, გარბენსა და ასაკზე. იმის გასაგებად, თუ რა მომსახურებაა საჭირო და როდის უნდა ჩატარდეს ის, იხელმძღვანელეთ თქვენი ავტომობილის ტექნიკური მომსახურების შეჯამების დოკუმენტით.

მომსახურების საჭიროებაზე გავლენას ახდენს ასევე ავტომობილის გამოყენების პირობები და მართვის სტილი. რეკომენდებულია ტექნიკური მომსახურების ჩატარება წელიწადში ერთხელ და მწარმოებლის მიერ განსაზღვრული გეგმის დაცვა, რათა ავტომობილის ხანგრძლივი და გამართული მუშაობა უზრუნველყოთ. რთულ პირობებში ექსპლუატაციისას იხელმძღვანელეთ სპეციალური ტექნიკური მომსახურების გეგმით.

რა შემთხვევაში?

თუ ავტომობილს ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთი ან რამდენიმე რთული ექსპლუატაციის პირობა ეხება, საჭიროა სპეციალური ტექნიკური მომსახურება:

  • ხშირი გაჩერება და დაძვრა კარდაკარ გადაადგილებისას;

  • ავტომობილის ქალაქში გამოყენება (მაგალითად, ტაქსის, სასწრაფო დახმარების ან ავტოსკოლის ავტომობილი, რომლის საშუალო სიჩქარე 20 კმ/სთ-ზე ნაკლებია);

  • ხშირი, მოკლე მანძილზე (10 კმ-ზე ნაკლები) მგზავრობა ცივი ძრავით, როდესაც ავტომობილი ერთ საათზე მეტხანს იყო გაჩერებული;

  • ხანგრძლივი ყოფნა ცხელ ქვეყნებში (ტემპერატურა ≥ 30°C), ცივ ქვეყნებში (ტემპერატურა ≤ −15°C), მტვრიანი გარემოს მქონე ქვეყნებში ან იმ ქვეყნებში, სადაც გამოიყენება Citroën-ის რეკომენდაციებთან შეუსაბამო საწვავი;

  • ბიოსაწვავის B30-ის გამოყენება, თუნდაც პერიოდულად (დიზელის ძრავის მქონე ავტომობილებში).