Citroën-ის ფურგონების ისტორია
Citroën-ის ფურგონების ისტორია
ინოვაციური და შემოქმედებითი ტექნოლოგიებით, წარმოების ახალი მიდგომებითა და გამორჩეული დიზაინით შექმნილი Citroën-ის რამდენიმე ყველაზე ცნობილი კომერციული ავტომობილი.
C4 Van (1928)
ინოვაციური მახასიათებლებით, მათ შორის მთლიანად ფოლადის ძარით, 9-ლიტრიანი რადიატორითა და ოთხი ნახევრადელიფსური ფოთლოვანი ზამბარისგან შემდგარი საკიდრის სისტემით, C4 Van თავის ეპოქას უსწრებდა.
გამორჩეული მრავალფეროვნებითა და 17-მდე სხვადასხვა ვერსიით, მათ შორის ღია პლატფორმისა და დახურული ძარის მქონე მოდელებით, 1200 კგ-მდე ტვირთამწეობით, C4 Van ნებისმიერი მომხმარებლის საჭიროებისთვის შესაფერის ვარიანტს სთავაზობდა.
Autochenille Type P17 (1931)
1921-1931 წლები გამორჩეული იყო ეგზოტიკისადმი ინტერესით, სამეცნიერო აღმოჩენებითა და სხვადასხვა სფეროში მექანიზაციის განვითარებით.
ავტოშენილების მრავალფეროვანმა მოდელებმა Citroën-ს საშუალება მისცა, წარმატებით გამკლავებოდა XX საუკუნის დასაწყისში წარმოქმნილ გამოწვევებს.
TUB/TUC (1939)
ლეგენდარული H-Van-ის შთაგონების წყარო, Citroën Tub იყო წინა წამყვანი თვლებით აღჭურვილი ფურგონების პიონერი.
მეორე მსოფლიო ომმა Tub-ის წარმოებას ნაადრევად დაუსვა წერტილი, თუმცა მან ფურგონების ბაზარზე არაერთი ინოვაცია შემოიტანა, მათ შორის გვერდითი მოცურების კარი, სატვირთო სივრცეში ფეხზე დგომის შესაძლებლობა და მოწინავე დიზაინი.
Type H (1947)
გამორჩეული სტილით, ქარიზმატული იერითა და პრაქტიკული დიზაინით, გასაკვირი არ არის, რომ Citroën Type H ათწლეულების განმავლობაში დიდი წარმატებით სარგებლობდა. Citroën Type H იყო პირველი სერიულად წარმოებული წინა წამყვანი ფურგონი, რომელმაც თავისი წინამორბედი Tub-ის არაერთი მახასიათებელი შეინარჩუნა, მათ შორის გვერდითი მოცურების კარები, სატვირთო სივრცეში ფეხზე დგომის შესაძლებლობა და მოწინავე დიზაინის სალონი.
Type H დღესაც შთაგონების წყაროდ რჩება. თანამედროვე ფურგონების დიზაინი ხშირად მისგან იღებს შთაგონებას, ხოლო მრავალი მათგანი მოდურ კვების მოძრავ ობიექტად, ე.წ. food truck-ად გვხვდება.
Type 23 Bus (1947)
34-წლიანი წარმოების ისტორიითა და 121 902 გამოშვებული ერთეულით, Citroën Type 23 პოპულარული და საიმედო ავტომობილი გახდა, რომელმაც კომერციული ავტომობილების ბაზარზე მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა 1500 კგ-ის შთამბეჭდავი ტვირთამწეობით.
1941 წლიდან Type 23 უკვე ჰიდრავლიკური მუხრუჭებით იყო ხელმისაწვდომი — იმ დროისთვის ეს მნიშვნელოვანი ინოვაცია გახლდათ. 1947 წელს კი მისი ავტობუსის ვერსია გამოვიდა, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა და Citroën-ის სატრანსპორტო კომპანიაში გამოიყენებოდა. ეს ავტომობილი ისტორიაში ასევე შევიდა როგორც უკანასკნელი მოდელი, რომელიც ანდრე სიტროენის სიცოცხლეში იქნა წარმოებული და წარდგენილი.
მემკვიდრეობიდან დღემდე
მემკვიდრეობიდან დღემდე
Citroën-ის კომერციული ავტომობილების მემკვიდრეობა დღესაც გრძელდება — თანამედროვე პროფესიული საქმიანობის მოთხოვნებზე მორგებული ავტომობილებით.