CITROËN-ის საქარე მინის საწმენდები

მაქსიმალური უსაფრთხოებისა და ხილვადობის უზრუნველსაყოფად რეკომენდებულია საქარე მინის საწმენდი ჯაგრისების წელიწადში ერთხელ შეცვლა. მათი ეფექტიანობა სიცხისა და სიცივის ზემოქმედებით მცირდება, მაშინაც კი, თუ იშვიათად იყენებთ. ამიტომ Citroën-ის სპეციალისტები გთავაზობენ თქვენი ავტომობილისთვის შესაფერის საწმენდ ჯაგრისებს.

საქარე მინის საწმენდების პაკეტი

საქარე მინის მომსახურება

საქარე მინის მომსახურება მოიცავს:

• საქარე მინის წინა საწმენდების ახალ კომპლექტს

• და/ან უკანა საქარე მინის ახალ საწმენდს

• მათ მონტაჟს Citroën-ის სპეციალისტების მიერ.

Citroën Origine-ის პაკეტები საქარე მინის საწმენდებისთვის*

Citroën-ის ორიგინალი ნაწილებისგან შემდგარი ეს პაკეტები თქვენი ავტომობილის მოვლისას საიმედოობასა და კომფორტს უზრუნველყოფს.

საქარე მინის საწმენდებისთვის შეგიძლიათ აირჩიოთ სრული შეთავაზება ცალკეული საწმენდების ან კომპლექტის სახით.

Citroën Avantage-ის პაკეტები საქარე მინის საწმენდებისთვის

თქვენი ავტომობილი ძველდება და გსურთ ხარჯების კონტროლი?

• Citroën Avantage-ის საქარე მინის საწმენდების პაკეტით სარგებლობისას ხელმისაწვდომია Eurorepar-ის 4 ტიპის საწმენდი კონექტორების ჩათვლით: ტრადიციული, ბრტყელი, ჰიბრიდული და უკანა საქარე მინის საწმენდი.

• Eurorepar-ის საწმენდები დამზადებულია სინთეზური რეზინისგან, რომელსაც დამატებითი დამუშავება აქვს გავლილი, რათა უკეთ დაიცვას საწმენდის პირი და გაზარდოს მისი გამძლეობა. ისინი შექმნილია ექსტრემალურ პირობებში გამოსაყენებლად და უძლებს -30°C-მდე ტემპერატურას.

* Citroën-ის ორიგინალი ნაწილები ხარისხის, საიმედოობისა და გამძლეობის იმავე მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რასაც თქვენი ავტომობილის ქარხნული კომპლექტაციის ნაწილები, და მათზე ვრცელდება 1-წლიანი გარანტია.

** Citroën Avantage-ის პაკეტები მოიცავს სხვადასხვა ბრენდის შერჩეულ ნაწილებს, რომლებიც Citroën-ის ინჟინრების მიერ არის დამტკიცებული 3 წლისა და მეტი ასაკის ავტომობილებისთვის.

მეტი ეფექტურობისთვის

საწმენდების გამართული მუშაობისა და დაზიანების თავიდან ასაცილებლად, ყინვის დროს მათი ჩართვამდე საქარე მინა კარგად გაათავისუფლეთ ყინულისგან.

საწმენდები ცვეთის პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე შეცვალეთ და ეს მინიმუმ წელიწადში ერთხელ გააკეთეთ.

შეძლებისდაგვარად, მოარიდეთ ისინი მზის პირდაპირ სხივებს ხანგრძლივი დროით, დამცავი საფარის გარეშე.

ცვეთის შედეგად წარმოქმნილი რისკები

ცვეთილმა საქარე მინის საწმენდებმა შეიძლება დაკაწროს საქარე მინა და შეამციროს ხილვადობა, განსაკუთრებით ღამით, ნისლის ან წვრილი წვიმის დროს, რაც გზაზე თქვენს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.