საბურავის მონტაჟისა და დაბალანსების, ასევე სათადარიგო ბორბლის პაკეტები
Citroën-ის სერვისცენტრებში მიიღეთ პროფესიონალური რჩევები თქვენი ავტომობილისა და მართვის სტილისთვის შესაფერისი საბურავების შესარჩევად. როგორც იცით, სწორად შერჩეული საბურავები უზრუნველყოფს გზასთან უკეთეს მოჭიდებას, ავტომობილის სტაბილურობას, ეფექტურ დამუხრუჭებასა და საწვავის ეკონომიას.
ისარგებლეთ Citroën-ის საუკეთესო შეთავაზებებით.
საბურავის მონტაჟი და დაბალანსება
საბურავების შეცვლა/შემოწმება
შეინარჩუნეთ კონტროლი
ავტომობილისთვის რეკომენდებული საბურავების წნევა მითითებულია მძღოლის კარის ღიობში. მისი შემოწმება აუცილებელია ყოველთვიურად და განსაკუთრებით გრძელი მგზავრობის წინ.
თუ საბურავზე შეამჩნევთ გამობერილ ადგილებს, ბზარებს, ჭრილობებს, უცხო სხეულებს ან არათანაბარ ცვეთას, მიმართეთ Citroën-ის ავტორიზებულ სერვისცენტრს შესამოწმებლად.
საბურავების გამოყენებიდან 5 წლის შემდეგ, გავლილი მანძილისა და პროტექტორის ღარების სიღრმის მიუხედავად, დაგეგმეთ მათი შემოწმება. არ დაგავიწყდეთ სათადარიგო ბორბლის შემოწმებაც.
დამუხრუჭება და აკვაპლანირება
რეგულარულად შეამოწმეთ საბურავების წნევა და ნუ უგულებელყოფთ თქვენს უსაფრთხოებას.
ტესტების მიხედვით, 90 კმ/სთ-დან 70 კმ/სთ-მდე სიჩქარის შესამცირებლად 2 ბარი წნევის შემთხვევაში 40 მეტრია საჭირო, ხოლო 1 ბარი წნევის შემთხვევაში — 45 მეტრი, ანუ 5 მეტრით მეტი.
გარდა ამისა, რეკომენდებულზე 30%-ით დაბალი წნევა მნიშვნელოვნად ზრდის აკვაპლანირების რისკს.
შეამცირეთ საწვავის მოხმარება
1 ბარით ნაკლები წნევის მქონე საბურავი ზრდის გორვის წინააღმდეგობას და, შესაბამისად, ავტომობილის საწვავის მოხმარებას დაახლოებით 6%-ით.
რეკომენდებულზე 20%-ით ნაკლები წნევის მქონე საბურავის რესურსი 20%-ით მცირდება. თუ საბურავის რესურსი 40 000 კმ-ია, ეს ნიშნავს, რომ 8 000 კმ-ს კარგავთ.
თუ საწვავის საშუალო მოხმარება 100 კმ-ზე 8 ლიტრია, ის დამატებით 0,5 ლიტრით გაიზრდება ყოველ 100 კმ-ზე. ეს კი წელიწადში საწვავის ერთი დამატებითი ავზის შევსების ტოლფასია.
სათადარიგო საბურავი
სათადარიგო საბურავისთვის განკუთვნილი კონსტრუქცია
- სათადარიგო საბურავის დასამონტაჟებლად თქვენს ავტომობილს შესაბამისი კონსტრუქცია უნდა ჰქონდეს, რომელიც საბურავის სწორად განთავსებას უზრუნველყოფს. ახალ Citroën C3-ში სათადარიგო საბურავის სამონტაჟო კონსტრუქცია დამატებითი ოფციაა. ავტომობილის შეძენისას ის უნდა აირჩიოთ, რათა სათადარიგო საბურავის დაყენება შეძლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საბურავის შეკეთების ნაკრები ყოველთვის თქვენს განკარგულებაში იქნება.
საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ Citroën Assistance-ის დახმარების იმედიც გქონდეთ. ჩვენი ტექნიკური მომსახურებისა და გარანტიის გახანგრძლივების ხელშეკრულებები მოიცავს გზაზე დახმარებას საბურავის დაზიანების შემთხვევაში*.
ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილებში სათადარიგო საბურავის განთავსება შეუძლებელია ბატარეის ზომის გამო. ალტერნატიულ გამოსავლად კვლავ რჩება საბურავის შეკეთების ნაკრები და Citroën Assistance*.
- * იხილეთ Citroën Assistance-ის პირობების დეტალური აღწერა.
რატომ დროებითი სათადარიგო საბურავი და არა სრულფასოვანი სათადარიგო საბურავი?
სრულფასოვან სათადარიგო საბურავთან შედარებით, დროებითი სათადარიგო საბურავი უფრო ვიწროა, რაც საბარგულის ტევადობის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. მისი მცირე წონა ასევე ხელს უწყობს CO₂-ის ემისიის შემცირებას. გარდა ამისა, მისი დამონტაჟება უფრო მარტივია.
თუმცა, დროებითი სათადარიგო საბურავით მოძრაობისას მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ-ს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო გასავლელი მანძილი მაქსიმუმ 80 კმ უნდა იყოს.