მეტი კომფორტი

 

გამორჩეული

 

მეტი ტექნოლოგია

კროსოვერის ხასიათი

Citroën C3-ის გამორჩეული SUV-ით შთაგონებული დიზაინი ინდივიდუალიზაციის ფართო შესაძლებლობებს ერწყმის და ქმნის ქალაქურ იერსახეს, რომელიც ერთდროულად დაცულობის შეგრძნებასაც აძლიერებს და ყურადღებასაც იპყრობს.

გამორჩეული კომფორტი და სივრცე

აღმოაჩინეთ უფრო გლუვი და მშვიდი მართვა Citroën C3-ში, სადაც ამაღლებული კომფორტი, კლასში საუკეთესო სივრცე და სიმშვიდის შეგრძნების შემქმნელი C-Zen Lounge ყოველი მგზავრობისას განსაკუთრებულ კომფორტსა და კეთილდღეობის განცდას გთავაზობთ.

გაემართეთ უფრო შორს სრული თავისუფლებით

C3 Hybrid გთავაზობთ 850 კმ-მდე* სავალ მარაგს და შეუფერხებელ ჰიბრიდულ მართვას, რომელიც თქვენს ცხოვრების სტილს იდეალურად ერგება. ისიამოვნეთ მშვიდი ელექტრო მართვით ქალაქში განხორციელებული მგზავრობების ნახევარზე მეტის განმავლობაში და ისარგებლეთ ჭკვიანი თვითდამუხტვის ტექნოლოგიით, რომელიც საწვავის ხარჯსა და გამონაბოლქვს ამცირებს.

არ არის საჭირო დამტენი, არ არის ზედმეტი სტრესი — უბრალოდ მარტივი და კომფორტული მართვა.

*WLTP კომბინირებული ციკლის / სრულად ავსებული ავზის საფუძველზე

ეფექტურობა და მრავალფეროვნება

ისიამოვნეთ მშვიდი, სრულად ელექტრო და უხმაურო მგზავრობით, ნულოვანი CO₂ გამონაბოლქვით, ხოლო ბენზინის ძრავა მხოლოდ მაშინ ჩაერთვება, როცა დამატებითი სიმძლავრე დაგჭირდებათ. 48V Hybrid ტექნოლოგია ძალისხმევის გარეშე აერთიანებს ენერგიის ორ წყაროს და ქმნის გლუვ, სასიამოვნო მართვის გამოცდილებას მაღალი ეფექტურობით. ის ყოველთვის მზად არის, მოერგოს თქვენს რიტმსა და ცხოვრების სტილს.

ჭკვიანი ტექნოლოგია, ჭკვიანი ეფექტურობა

ისიამოვნეთ ჭკვიანი და მარტივი ელექტრო მართვით, რომელიც თითოეულ მგზავრობას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. ქალაქში განხორციელებული მგზავრობების 50%-მდე სრულად ელექტრო რეჟიმში გადაადგილების შესაძლებლობა საშუალებას გაძლევთ, საწვავის მოხმარება და CO₂-ის გამონაბოლქვი დაახლოებით 10%-ით შეამციროთ და ამავდროულად ავტომობილის საოპერაციო ხარჯები ეფექტურად აკონტროლოთ. ეს ეფექტურობა მარტივად ერგება თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას.

ელექტრო ტექნოლოგია შეზღუდვების გარეშე

ჰიბრიდული ტექნოლოგია მარტივად

იდეალურია მათთვის, ვისაც ელექტრო მართვის უპირატესობების მიღება დამუხტვის საჭიროების გარეშე სურს. 48V ბატარეა ავტომობილის შენელებისას ბუნებრივად იტენება, ხოლო სისტემა საჭიროების შესაბამისად შეუფერხებლად მართავს ელექტროძრავისა და ბენზინის ძრავის მუშაობას.

ყველაფერი ავტომატურად ხდება — თქვენ კი უბრალოდ მართვის სიამოვნებით ტკბებით.

 

C3-ის 4 კომპლექტაციის დონე, 1 სპეციალური სერია და 2 ძრავის ვარიანტი*

 

C3-ის

4 კომპლექტაციის დონე, 1 სპეციალური სერია და 2 ძრავის ვარიანტი*


მეტი კომფორტი. გამორჩეული სტილი.

50 წლის წინ Citroën-მა თავისი პირველი სპეციალური სერია საყვარელ და ლეგენდარულ 2 CV Spot-ზე წარადგინა.

მარტივი, თუმცა ეფექტური იდეა: გამორჩეული დიზაინისა და გაუმჯობესებული აღჭურვილობის გაერთიანება დაუვიწყარი შთაბეჭდილების შესაქმნელად. დრო იცვლება. თქვენი სურვილები — არა.

2026 წელს აღმოაჩინეთ ჩვენი ახალი Collection სერია C3-ის, C3 Aircross-ისა და C4-ის მოდელებისთვის — ფრანგული კულტურისა და „savoir-faire“-ის ნამდვილი გამოხატულება.

C3 Collection გთავაზობთ შესაძლებლობას, მყისიერად გადაერთოთ:

„ერთი ნახვით შეყვარების“ რეჟიმზე

კონტრასტული დეტალების დახვეწილი კომბინაცია, მათ შორის უნიკალური 17-დუიმიანი შავი ალუმინის დისკები და ხელმისაწვდომი Perla Nera შავი სახურავი, კიდევ უფრო უსვამს ხაზს ამ იდეალური ქალაქური ავტომობილის დინამიკურ ხასიათს. ისედაც გამორჩეულ SUV-ს სტილში შექმნილ სილუეტს კი კიდევ უფრო მეტი ხიბლი ემატება.

„განტვირთვის“ რეჟიმზე

Citroën-ის DNA-ს ერთგული C3 გამორჩეული კომფორტით გხვდებათ. მისი განსაკუთრებული დიზაინის მქონე Advanced Comfort სავარძლები ნამდვილი პირველი კლასის გამოცდილებას გთავაზობთ.

„ენერგიის“ რეჟიმზე

ელექტრო, ჰიბრიდული თუ ბენზინის ძრავა — უბრალოდ აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ძრავიანი ვერსია და ყოველი მგზავრობით სრული თავისუფლება შეიგრძენით.


 

YOU

საწყისი ფასი | ბენზინი | 15 000 € 
არსებული კომპლექტაცია დროებით არ არის ხელმისაწვდომი *
ექსტერიერი
  • 16-დუიმიანი ფოლადის დისკები PYRITE-ის დეკორატიული ხუფებით

ინტერიერი & მულტიმედია
  • YOU-ის ინტერიერის მოპირკეთება ქსოვილის სავარძლებით

  • 4-პოზიციური მექანიკური რეგულირებით აღჭურვილი წინა სავარძლები

  • Citroën Head-Up Display (i) — Citroën Head-Up Display მძღოლს საშუალებას აძლევს, გზიდან თვალის მოუშორებლად მარტივად მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც ზრდის მართვის უსაფრთხოებასა და სიმშვიდის შეგრძნებას.

  • Smartphone Station (i) — მოიცავს ინტეგრირებულ სადგამს, რომელზეც თავსდება სმარტფონი და NFC ტექნოლოგიის მეშვეობით ავტომატურად ირთვება სპეციალური აპლიკაცია, რომელიც ტელეფონის, რადიოს, ნავიგაციისა და მუსიკის ფუნქციებზე სწრაფ წვდომას უზრუნველყოფს.
  • მექანიკური კონდიციონერი

კომფორტი & უსაფრთხოება
  • Safety Pack (i) — მოიცავს: 6 აირბაგს, ESP-ს, ABS-ს ელექტრონული სამუხრუჭე ძალის განაწილებით, კრუიზ-კონტროლს, სიჩქარის შემზღუდველს, აღმართზე დაძვრის დამხმარე სისტემას, საბურავებში წნევის შემცირების გამოვლენის სისტემას, Active Safety Brake-ს წინა შეჯახების გაფრთხილებით, ზოლიდან აქტიური გადახვევის გაფრთხილების სისტემას, მძღოლის ყურადღების კონტროლის კამერას და საგზაო ნიშნების ამოცნობას სიჩქარის ლიმიტის შესახებ ინფორმაციის ჩვენებით.

  • Citroën Advanced Comfort® სავალი სისტემა (i) — ეს ინოვაციური, დაპატენტებული კონსტრუქცია ავტომობილის მგზავრებისთვის მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს, გზის მდგომარეობის მიუხედავად, ორმაგი პროგრესირებადი ჰიდრავლიკური შემზღუდველების წყალობით.

  • უკანა პარკირების სენსორები

  • წინა ელექტრო შუშები

  • ავტომატური ფარები

 

PLUS  (you+ ) 

საწყისი ფასი  | ბენზინი | 17 500 € 
არსებული კომპლექტაცია დროებით არ არის ხელმისაწვდომი *
ექსტერიერი
  • 17-დუიმიანი ფოლადის დისკები AZURITE-ის დეკორატიული ხუფებით

  • LED ფარები

  • ფერის დეკორატიული ელემენტები

  • დიზაინის პაკეტი (i) — Design Pack კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის ექსტერიერის იერსახეს წინა და უკანა დამცავი ელემენტებით, პრიალა შავი ფერის გარე სარკეების კორპუსებით, კარის გარე სახელურებითა და კარის საყრდენებით, ასევე პრიალა შავი ფერის სახურავის რელსებით.

ინეტრიერი & მულტიმედია
  • Urban Grey ინტერიერის მოპირკეთება შავი და ნაცრისფერი ქსოვილის Advanced Comfort® სავარძლებით (i) — Citroën Advanced Comfort® სავარძლები მაღალი სიმკვრივის ქაფითა და დამატებითი სისქის ქაფის ფენით, რომელიც თითოეული მგზავრობისას ოპტიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.

  • მძღოლის სავარძლის 6-პოზიციური მექანიკური რეგულირება

  • 10.25-დუიმიანი ეკრანი Apple CarPlay™-ისა და Android Auto®-ს უსადენო მხარდაჭერით 

  • ტყავით მოპირკეთებული საჭე

  • წინა ცენტრალური საყრდენი (მხოლოდ Comfort Range ვერსიაში)

  • უკანა სავარძელი 2/3–1/3 პროპორციით დასაკეცი საზურგით

კომფორტი & უსაფრთხოება
  • ავტომატური, წვიმის სენსორით აღჭურვილი საწმენდები

  • მაღალი შუქის დამხმარე სისტემა (i) — როდესაც სისტემა ამოიცნობს თქვენსკენ მომავალ ან თქვენს ავტომობილს უკან ჩამომსწრებ ავტომობილს, ავტომატურად გადადის მაღალი შუქიდან ახლო შუქზე.

  • ელექტროდაკეცვადი გვერდითი სარკეები

  • ელექტრო პარკირების მუხრუჭი (მხოლოდ Hybrid ვერსიაში)

 

COLLECTION

არსებული კომპლექტაცია დროებით არ არის ხელმისაწვდომი *
ექსტერიერი
  • 17-დუიმიანი ATACAMITE შავი ალუმინის დისკები

  • Infra Red ფერის დეკორატიული ელემენტები

  • სპეციალური „Collection“ ემბლემა

  • მუქად შეფერილი უკანა მინები

ინტერიერი & მულტიმედია
  • Urban Blue ინტერიერის მოპირკეთება Advanced Comfort® სავარძლებით (i) — Citroën Advanced Comfort® სავარძლები მაღალი სიმკვრივის ქაფითა და დამატებითი სისქის ქაფის ფენით, რომელიც თითოეული მგზავრობისას ოპტიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.

  • სპეციალური „Collection“ იატაკის ხალიჩები

  • სპეციალური „Collection“ კარის პანელის დეკორატიული ჩანართები

კომფორტი & უსაფრთხოება
  • უკანა ხედვის კამერა

  • უკანა ელექტრო შუშები

 

MAX  (Plus + ) 

საწყისი ფასი | ჰიბრიდი | 18 000 €
სააქციო ფასი | ჰიბრიდი | 16 500 € 

 ექვივალენტი ლარში *

ექსტერიერი
  • 17-დუიმიანი ATACAMITE-ის ალუმინის დისკები, ალმასისებრი დამუშავებით

  • 3D LED უკანა ფარები

  • მუქად შეფერილი უკანა მინები

  • ორფერიანი სახურავი

ინტერიერი & მულტიმედია
  • Metropolitan Grey ინტერიერის მოპირკეთება შავი ქსოვილისა და ღია ნაცრისფერი TEP-ის Advanced Comfort® სავარძლებით (i) — Citroën Advanced Comfort® სავარძლები მაღალი სიმკვრივის ქაფითა და დამატებითი სისქის ქაფის ფენით, რომელიც თითოეული მგზავრობისას ოპტიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.

  • 3D ნავიგაციის სისტემა (i) — მოიცავს შემდეგ დამატებით დაკავშირებულ სერვისებს: Connect Plus (XX-თვიანი გამოწერა შედის): დაკავშირებული 3D ნავიგაცია რეალურ დროში მოძრაობის შესახებ ინფორმაციით, პარკირების ხელმისაწვდომობით, ამინდის პროგნოზით, საწვავის სადგურების შესახებ ინფორმაციით და სხვა.

  • ავტომატური კონდიციონერი

  • სმარტფონის უსადენო დამუხტვა

  • ელექტროქრომული სალონის სარკე

კომფორტი და უსაფრთხოება
  • უკანა ხედვის კამერა
  • უკანა ელექტრო შუშები

 

ჰიბირდი

 

850კმ-მდე

WLTP შერეულ ციკლში

 

110ცხ.ძ

>50% ქალაქში ელექტრო რეჟიმში გადაადგილების დრო

 

5,0 - 5,1₾/100კმ

WLTP-ის კომბინირებულ ციკლში საწვავის ხარჯი

 

114გრ CO2/კმ

WLTP კომბინირებულ ციკლში

 

ბენზინი

1,2₾

3 ცილინდრი

 

100ცხ.ძ

 

5,6 - 5,7₾/100კმ

WLTP-ის კომბინირებულ ციკლში საწვავის ხარჯი

 

126 - 128გრ CO2/კმ

WLTP-ის კომბინირებული ციკლი

 

ჰიბრიდი

 

850კმ-მდე

WLTP-ის კომბინირებული სავალი მარაგი*

 

110ცხ.ძ

>50% ქალაქში ელექტრო რეჟიმში გადაადგილების დრო

 

5,0₾/100კმ

WLTP -ის კომბინირებულ ციკლში საწვავის ხარჯი

 

114გრ CO2/კმ

WLTP-ის კომბინირებულ ციკლში


 

Petrol

 

1,2L

3 cylinders

 

100ცხ.ძ

5,6–5,7 ლ/100 კმ

WLTP-ის კომბინირებულ ციკლში საწვავის ხარჯი

 

127გრ CO2/კმ

WLTP-ის კომბინირებული ციკლი

8 წლიანი გარანტია

გაეცანით Citroën-ის საგარანტიო პირობებს

Citroën Flexcare

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და აირჩიეთ კონტრაქტი, რომელიც თქვენს მართვის სტილსა და საჭიროებებს შეესაბამება.

ყველა ამინდისთვის განკუთვნილი ხალიჩები

ყველა ამინდისთვის განკუთვნილი ხალიჩები დამზადებულია გამძლე რეზინის მასალისგან, რომელიც სპეციალურად შექმნილია გარე პირობებისგან მაქსიმალური დაცვის უზრუნველსაყოფად.

ეს ხალიჩები სხვადასხვა ტექსტურითა და სტილით არის ხელმისაწვდომი, მათ შორის ავტომობილისთვის ზუსტად მორგებული, ინდივიდუალური ზომის ვარიანტებით.

ნაჭრის ხალიჩებისგან განსხვავებით, რეზინის ხალიჩები მარტივად იწმინდება და მარტივი მოსავლელია.

უსაფრთხოება კომფორტული მართვისთვის

Citroën C3 გთავაზობთ ჭკვიანი ფუნქციების სრულ პაკეტს…

ფერის დეკორატიული ელემენტები

მოარგეთ C3 თქვენს სტილს და შეცვალეთ ავტომობილის სხვადასხვა ადგილას განთავსებული ფერის დეკორატიული ელემენტები. ხელმისაწვდომია სამი ფერი — Infra Red, Lemon Yellow და White. შეგიძლიათ შეიძინოთ სამივე ვარიანტი, შეუხამოთ ერთმანეთს ან შეცვალოთ მაშინ, როცა მოგესურვებათ, თქვენი განწყობის შესაბამისად.