- Accueil
- ავტომობილები
- სიტროენ ბრენდი
- სიტროენ C‑Elysée
ძლიერი მხარეები
კომფორტი
ახალი C-ELYSÉE-ს შიდა სივრცე სასიამოვო, ჯანსაღი და ელეგანტურია. მისი მთავარი მოწოდება თქვენთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაა.

მოცულობა
ახალი სიტროენ C-ELYSÉE -ის ინტერიერი დაბალანსებული და კომპაქტურია. მისი მოცულობა იტევს 5 სამგზავრო სავარძელს და ფართო საბარგულს.

კავშირი
პროგრამული უზრუნველყოფა “Mirror Screen” -ის ფუნქცია გთავაზობთ სენსორულ ეკრანზე თავსებადი აპლიკაციების უსაფრთხოდ მოხმარებას.

პერფორმანსი
დიზელის BlueHDi & ბენზინის PureTech 82 ძრავები
ახალი სიტროენ C-ELYSÉE ხელმისაწვდომია მაღალ ხარისხის და ეკონომიური ძრავებით. ბენზინის შემთხვევაში, ის გამართულია PureTech 82-ით (მექანიკური და ETG გადაცემის კოლოფით) და VTi 115-ით (მექანიკური გადაცემის კოლოფით ან უახლესი 6 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემის კოლოფით). დიზელის შემთხვევაში, C-ELYSÉE შესაძლებელია HDi 92 და BlueHDi 100 ძრავებით.

დეტალები
დიზაინი

ახალი სიტროენ C-ELYSÉE-ს წინა მხარე მაქსიმალურად გაფართოვდა აეროდინამიკის გასაუმჯობესებლად და მართვის გამარტივების მიზნით. ახალი მაშუქების განლაგების ხელწერა ამ მოდელს კლასიკური ეირსახეს მატებს.

ახალი 3D-ეფექტის მაშუქები ავტომობილის უკანა ხედს მოდერნიზებულს ხდის, მატებს მეტ ჰარმონიულობას, რომელიც სიტროენის სპექტრის ყველა მოდელს ახასიათებს.

ახალი სედანის ოპტიმალური ზომები ამარტივებს ავტომობილის პარკირებას და მეტი მანევრირების შესაძლებელობას იძლევა.
• სიმაღლე : 1,466 მ
• სიგანე : 1.95 მ
• ღერძებს შორის დაშორება : 2.65 მ
• სიგრზე : 4,423 მ

ახალი სიტროენ C-ELYSÉE გამოირჩევა გამძლეობით და გამოცდილია დროსა და კილომეტრაჟში. კლირენსი, საბურავები, კარის ორმაგი ბარიერი,ავტომობილის ნაწილები ოპტიმალური ფიქსაციის ფუნქციით…
ყველა დეტალია შექმნილია გამძლეობისთვის.
კომფორტი

გულუხვი სედანი ყველა მგზავრის კეთილდღეობაზე ზრუნავს. მისი მართვის სტილი სასიმოვნო და კომფორტულ მოგზაურობას გპირდებათ.

ახალი სიტროენ C-ELYSÉE არის შესანიშნავად დაბალანსებული , კომპაქტური და ტევადი ავტომობილი, სადაც 5 მგზავრისთვის და მათი ბარგისთვის საკმაოდ დიდი სივრცეა. მართვის მოქნილი სტილი ყველა მოგზაურობას სასიამოვნოს ხდის. მას აქვს პრაქტიკული და ადვილად მისადგომი 500 ლიტრიანი საბარგული. უკანა სავარძლების აკეცვით მარტივად შესაძლებელია დამატებითი სივრცის გამოთავისუფლება.
ტექნოლოგია

სიტროენ C-ELYSÉE არის თანამედროვე და ტევადი სედანი ელეგანტურობის და სიძლიერის გამომხატველი დეტალებით. სიტროენის ფილოსოფიური მიდგომაა შესთავაზოს მომხმარებელს ინტუიციური ტექნოლოგია და შეუქმნას მას კეთილდღეობის განცდა. ამ მიდგომის შედეგია – რევერსული კამერა, ბოლო თაობის რადიო და სანავიგაციო სისტემა.

ახალ C-ELYSEEE-ს წინა პანელზე მოთავსებულია მძღოლისათვის მოსახერხებელი ბოლო თაობის ეკრანი უახლესი ტექნოლოგიებით და სხვადასხვა ფუნქციით:
• რეალურ დროში მომუშავე ნავიგაციის სისტემა, საცობის, მარშრუტის და რუქის ჩვენების ფუნქციით.
• MIRROR SCREEN (Apple CarPlayTM + MirrorLink®) თქვენი სმარტფონის აპებისა და კონტენტის უშუალოდ ტაბლეტზე გადატანის ფუნქციით.
• ხმის ამომცნობი ფუნქცია-(ჩამონტაჟებული ან სმარტფონის საშუალებით)ხმით ავტომობილის კონტროლის შესაძლებლობით.
სატელეფონო სისტემა Bluetooth ტექნოლოგიით (კონტაქტების ხელმისაწვდომობა და სატელეფონო ზარების მართვა).
• Connected AM / FM რადიო 4 სპიკერით, საჭეზე მოთავსებული საკონტროლო ღილაკებით (არა CD) და თქვენს სმართფონში შენახული მელოდიის მოსმენის შესაძლებლობით.

უკუსვლა რევერსული კამერით უფრო გამარტივდა. უკანა ხედვის არეალი ეკრანზე ჩნდება და საკმაოდ გაფართოებულია, ხოლო ფერადი ორიენტირების მეშვეობით კი მეტი მანევრირებაა შესაძლებელი.

პარკირების დამხმარე ფუნქცია ვიზუალურ მინიშნებით გაფრთხილებთ შესაძლო დაბრკოლების შესახებ , რომელიც გამოჩნდება სენსორულ ეკრანზე.

კრუიზ კონტროლით შეგიძლიათ დააპროგრამოთ მართვის სიჩქარე და მიუთითოთ დასაშვები სიჩქარის ლიმიტი.