- Accueil
- ავტომობილები
- სიტროენ ბრენდი
- Citroën AMI
აღმოაჩინე AMI
ნულოვანი ემისია CO2
AMI იცავს გარემოს უსაფრთხოების წესებს და ამიტომ მისი მართვის რეჟიმი 100% ელექტროა. AMI, როგორც ახალი სატრანსპორტო გადაწყვეტილება, გთავაზობთ მარტივ და ეკონომიურ გადაადგილებას, რომელიც პასუხობს მიმდინარე ურბანული განვითარების მოთხოვნებს და წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო ალტერნატივას ქალაქში თუ მოკლედ მანძილზე სამოგზაუროდ.

ჩუმი ფუნქციონირება
100%-იანი ელექტროძრავის ტექნოლოგია სრულიად უხმო გადაადგილების შესაძლებლობას იძლევა, რასაც კიდევ უფრო მეტ კომფორტის და სიმშვიდის შეგრძნება მოაქვს.

შესრულება
AMI ყველასთვის
AMI თქვენთვის შეიქმნა. მაქსიმალური ნებადართული სიჩქარის 45კმ/სთ წყალობით კომფორტული და მარტივი მგზავრობა გარანტირებულია. AMI შეგიძლიათ მართოთ ხანმოკლე მოგზაურობისთვის ქალაქში, ან მის ახლომდებარე ტერიტორიებზე, იდეალური გადაწყვეტილებაა ყოველდღიური მგზავრობისთვის, როგორიცაა სახლი-სამსახური.

მარტივი მართვა

დეტალები
დატენვა

სტანდარტულ 220V-იან ელექტრო მომარაგების წყაროს შეუერთეთ მგზავრის კართან არსებული ინტეგრირებული კაბელი და თქვენი AMI 3 საათში სრულად დაიტენება.

AMI-ს დიაპაზონი 150კმ-დეა გაზრდილი, ეს საგრძნობლად აღემატება ყოველდღიურ, საშუალოდ დასაფარ მანძილს. AMI პასუხისმგებელია თქვენს კომფორტულ გადაადგილებაზე, როგორც საღამოს წვეულებებზე, ოფისში თუ ქალაქგარეთ მოკლე მოზაურობისას.
დიზაინი

AMI აგრძელებს Citroën-ის ტრადიციას, წვლილი შეიტანოს საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებაში, შესაბამისად მისი რადიკალურად განსხვავებული და თანამედროვე იერსახე ქალაქის სტილს განსაკუთრებულ ელფერს სძენს.

AMI-ს ჭკვიანი დიზაინი შეზღუდული რაოდენობის სიმეტრიული ნაწილებით ხასიათდება: წინა და უკანა ბამპერი ერთი მოყვანილობისაა, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორივე კარი იდენტურია და მთლიანობაში ოპტიმალურად ერწყმის ინტერიერს. აღსანიშნავია, კარის კიდევ ერთი თავისებურება, ლეგენდარული 2CV-ის მსგავსად, მისი ფანჯრის ნახევარი ზედა მიმართულებით იხსნება.
უსაფრთხოება და კომფორტი

AMI უსაფრთხო და კომფორტულია. საბურავების წყობა მთლიანი სხეულის სტაბილურობას განაპირობებს და გადაბრუნების რისკსაც გამორიცხავს. გვერდითი კარები და დახურული სახურავი კი უფრო მეტ დაცვას უზრუნველყოფს , ვიდრე ორ ან სამ-საბურავიანი სატრანსპორტო საშუალებები

AMI-ს ინტერიერი დაცული და უსაფრთხოა, მასში ჩამონტაჟებულია გათბობის სისტემა. სიმეტრიულად მგომ სავარძელში ყველაზე მაღალი მგზავრიც კი კომფორტულად გრძნობს თავს, რადგან სივრცე საკმაოდ დიდია.

პანორამული სახურავი, დიდი ზომის საქარე მინა, გვერდითი და უკანა ფანჯრები იძლევა სივრცისა და სიკაშკაშის განცდას, ეს კი შესანიშნავ ხილვადობას უქმნის როგორც მძღოლს, ასევე მგზავრს.
კავშირი

საჭის მარჯვნივ, სპეციალური ქეისი USB პორტით , საშუალებას გაძლევთ უსაფრთხოდ მოათავსოთ თქვენი სმარტფონი და აკონტროლოთ ყველა დაინსტალირებული აპლიკაცია.