- Accueil
- ავტომობილები
- სიტროენ ბრენდი
- CITROËN C3 AIRCROSS
ძლიერი მხარეები
ახალი კომპაქტური კროსოვერი
სიტროენის ახალი C3 ეარკროსი სხვა ბრენდის კროსოვერებისგან განსხვავებით გამოირჩევა: სიახლით, გამძლეობით და ორიგინალური მიდგომით. მკვეთრი სტილი, მაღალი კაპოტი და ქრომირებულ შევრონებთან შეხამებული მაშუქები ახალი სიტროენ C3 ეარკროსს უფრო ეფექტურ იარსახეს ანიჭებს. კროსოვერის კონცეფციიდან გამომდინარე, გვერდითა მაშუქები დამზადებულია პოლიკარბონატის მასალისგან. ცენტრში მოთავსებული ფერადი ფენა ძლიერ გრაფიკულ კონტრასტს ქმნის.
თქვენს წინაშეა ორიგინალური, მაღალი მართვის შესაძლებლობების მქონე ახალი C3 ეარკროსი .
მოჭიდების კონტროლი და დაცურების ბალანსირება
ახალი კროსოვერი გზაზე დომინანტია ! გაზრდილი კლირენსით, დიდი ზომის საბურავებით, მოჭიდების კონტროლით და დაღმათზე მოცურების ბალანსირების ფუნქციით აღჭურვილი ახალ C3 ეარკროსი მზად არის მიიღოს ყველა სახის რელიეფი. ამ ფუნქციის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ მოჭიდების ხარისხი და გააკონტროლოთ ავტომობილის სიჩქარე დაღმართზე დაშვების დროს.

პარკირების ასისტენტი უკან ხედვის ფუნქციით
ქალაქში თუ გაშლილ გზებზე მგზავრობისას C3 ეარკროსი ჩვენს ყოველდღიურობას მეტად ამარტივებს. ქალაქში, პარკირების კონტროლის ფუნქცია გვეხმარება ავტომობილი მსუბუქი მანევრირებით დავაპარკინგოთ.
უკანა ხედვის კამერა 180 გრადუსიანი ზეთხედით მოიცავს ავტომობილის უკანა არეალს და სენსორულ ეკრანზე ირთვება.

ულტრა მოქნილი და პრაქტიკული
თავისი სიმაღლით და ელეგანტური განლაგებით ახალი სიტროენ C3 ეარკროსი ამ კლასში განსაკუთრებული კომფორტით გამოირჩევა : სავარძლებს შორის გაშლილი სივცეებით და ჭერის სიმაღლით ის ლიდერია. უაღრესად თავსებადია მისი 410ლ მოცულობის საბარგული, რომლის გაზრდაც 520 ლიტრამდე უკანა სავარძლების აკეცვით მიიღწევა. სრული მოდულირებისთვის, როგორც ოფცია, შესაძლებელია მძროლის გვერდით არსებული სავარძლის აკეცვა და სიგრძითი ტევადობის 2.4 მეტრამდე გაზრდა.

პერფორმანსი
5 ეფექტური ძრავა
მაქსიმალური კომფორტის მისაღწევად ახალი თაობის ეფექტური და ეკონომიური ძრავების უმეტესობა მოიცავს თანამედროვე ტექნოლოგიებს. ახალი კომპაქტური C3 ეარკროსი წამოდგენილია “PureTech”-ის ბენზინის ძრავით (82, 110 და 130) ან “BlueHDi”-ის დიზელის ძრავით(100 და 120).
EAT6 -ის სიჩქარის გადაცემის კოლოფი დაკავშირებულია “Stop & Start” ფუნქციასთან და ხელმისაწვდომია PureTech 110 ბენზინის ძრავით, ხოლო PureTech 130 ბენზინის ძრავას და BlueHDi 120 დიზელის ძრავას გააჩნია 6 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემის კოლოფი.

დეტალები
დიზაინი

ახალი C3 ეარკროსი ამ სეგმენტში საწყის პოზიციას იკავებს. კაპოტის ძლიერი ხაზები მოკლე და მაღალია. სიძლიერის შთაბეჭდილებას ქმნის განათების ხელწერა და ყურადღებას იქცევს მისი, როგორც წინა, ისე უკანა მხარე. მისი არა-აგრესიული სტილი ჰორიზონტალური ბალანსით და გულუხვი კონტურებით ხასიათდება.
ავტომობილის მრავალდონიანი მაშუქები ქმნის სიტროენის გრაფიკული ხელწერას. განათება წარმოაჩენს ექსპრესიულ წინა ხაზს და ასახავს ახალი მოდელის იდენტურობას.
ახალი C3 ეარკროსი უკანა მხარე ხასიათდება ფართო და ძლიერი მხრებით. 3D-ეფექტის უკანა მაშუქები აჩენს გარეგნულ მსგავსებას ახალ C3-სა და C-კროსოვერის კონცეპტუალურ ავტომობილებს შორის .
ახალი C3 ეარკროსი ხასიათდება საბურავის ფართო თაღებით და ფრთებით.

ავტომობილის 8 ძირითადი ფერი, სამი ფერის სახურავი და ოთხფეროვანი პაკეტი – ახალი სიტროენ C3 კომპაქტური კროსოვერი ზუსტად ემთხვევა თქვენს გემოვნებას. ხელმისაწვდომია 85 ფერთა კომბინაცია!
კლიენტის მოთხოვნილებაზე მორგების კონცეფცია ვრცელდება ყველა დეტალზე, როგორიცაა: მაშუქების ეფექტი, სახურავის ფერადი რელინგები, კარის სხვადასხვა ფერის სარკე , სალონის შიდა განათება, საბურავების ფრთები.
შესაძლებელია სალონის კონფიგურაცია ინტერიერის განსხვავებული დეტალების შერჩევით.
არსებობს სალონის ხუთი ინტერიერის ტიპი:სტანდარტული, მეტროპოლიტური რუხი, ურბანული წითელი, ჰაიფ მისტრალი და ჰაიფ კოლორადო. თითოეულ მათგანს აქვს გამორჩეული მახასითებელი, როგორც დიზაინის ისე ავეჯის აქცენტებით.
შეუდარებელი კომფორტი

ახალი სიტროენ C3 ეარკროსი ფლობს სიტროენის ყველა ნოუ-ჰაუს და უზრუნველყოფს შეუდარებელ კომფორტს მოგზაურობის დროს.
მიზანია,თითოეული მოგზაურობა იყოს მშვიდი , ხალისიანი და არასასიამოვნო გარე ფაქტორებისგან დაცული. ეარკროსის სტანდარტული ტიპი გულისხმობს კომფორტის შემდეგ ზონებს:
• ფართო, განიერ სავარძლებს
• შეჩერების კომფორტს, სიტროენის კლასიკური პარამეტრები ყველა მართვის პირობით
• ხმის კომფორტს, მკაცრი ხმის იზოლაციით და აკუსტიკით.

დიდი მოცულობის პანორამული ჭერი (თითქმის ერთი მეტრი სიგრძის) სალონს განსაკუთრებულად ნათელს და ჰაეროვანს ხდის,ის ზრუნავს შეგიქმნათ საუკეთესო განწყობა მიუხედავად იმისა, ჭერი ღია თუ დახურულია.ორი ინტუიციური ელექტრო ღილაკი საშუალებას აძლევს მძღოლს არეგულიროს განათება სალონში.
ყოველი მოგზაურობა ხომ გამოცდილებაა?

C3 ეარკროსის მოზრდილი საბარგული ფართო უკანა ფანჯრით არის განპირობებული.
საბარგულის სტანდარტული ზომა 410 ლიტრი შესაძლოა გაიზარდოს 520 ლიტრამდე უკანა სავარძლის გადმოკეცვით.
სრული საბარგულის ფართობის მოცულობა ორივე უკანა სავარძლის ჩაკეცვით შთამბეჭდავად იზრდება და აღწევს 1,289 ლიტრს.
ყოველდღიურად მოქნილი და პრაქტიკული C3 ეარკროსი ასევე შეიცავს მოსახსნელი ბარგის თაროს, მაღალი ობიექტების ტრანსპორტირების დროს შესაძლებელია მისი მოხსნა და ვერტიკალურ პოზიციაში უკანა სავარძლზე მოთავსება.
სასარგებლო ტექნოლოგიები

წინა პანელზე, მძღოლის მხედველობის არეალში დამონტაჟებული ფერადი ეკრანი მძღოლს მუდმივად აწვდის მართვისთვის საჭირო ინფორმაციას.

სიტროენ C3 ეარკროსი ხასიათდება ინტუიციური კავშირით. ცენტრალური კონსოლი მოიცავს სმარტფონებისთვის განკუთვნილ უკაბელო დამტენ სათავსოს. სმარტფონის აპლიკაციები ასევე ხელმისაწვდომია სენსორული ეკრანის მეშვეობით, ასევე Mirror Screen, Apple CarPlay და Android Auto-ს გამოყენებით.

Citroën Advanced Comfort®- ის დახმარებით, ახალი სიტროენ C3 ეარკროსის კომპაქტური ჯიპი, მზადაა ყველანაირი სირთლეებისთვის. იგი აღჭურვილია ინტუიციური ტექნოლოგიებით, რათა უზრუნველყოს სიმშვიდე და უსაფრთხოება გადაადგილების დროს. ცენტრალურ დაფაზე მოთავსებული სენსორული ეკრანი და ტექნოლოგიების სრული სპექტრი პასუხისმგებელია თქვენს უსაფრთხო მოძრაობაზე.

Mirror Screen ფუნქცია მოიცავს Android Auto-ს, Apple Car Play ™- სა და MirrorLink®- ს, მათი საშუალებით შეგიძლიათ უსაფრთხოდ შექმნათ თქვენი მულტიმედიური ფაილების და აპლიკაციების დუბლიკატები და დაუკავშიროთ ისინი სენსორულ ეკრანს მარტივი გამოყენებისათვის.
ახალი თაობის სანავიგაციო ფუნქციას გააჩნია სერვისები, რომელიც რეალურ დროში გაწვდის საგზაო მოძრაობის შესახებ ინფორმაციას, ავტოსადგომის ადგილმდებარეობას და ფასებს, ამინდის პროგნოზს, ასევე გააჩნია ადგილობრივი ლოკაციების ძიების ფუნქცია.