- Accueil
- ავტომობილები
- სიტროენ ბრენდი
- CITROËN C5 AIRCROSS
ძლიერი მხარეები
ულტრა კომფორტული და მოქნილი ავტომობილი
სიტროენი წარმოგიდგენთ ახალ C5 ეარკროსს, კლასიკური მოყვანილობის ავტომობილს , დიდი ზომის საბურავებით, ძლიერი დიზაინით, გაზრდილი კლირენსით. მისი სტილი თანხვედრაშია სიტროენის მთავარ კონცეფციასთან – ეს არის მკვეთრი დიზაინის ბამპერი, 720 მმ დიამეტრის საბურავი, 230მმ-იანი კლირენსი, საბურავის დამცავი თაღები, რელინგები და პერსონალური ფუნქციების ფართო დიაპაზონი. ახალი C5 ეარკროსი თავის სეგმენტში გამოირჩევა როგორც ყველაზე კომფორტული ჯიპი ორი ექსკლუზიური ინოვაციის წყალობით, ესენია: შეჩერების პროგრესული ჰიდრავლიკური სისტემა და ე.წ “Citroën Advanced Comfort®” რაც გულისხმობს ულტრა-კომფორტულ სავარძლებს. C5 ეარკროსს ყველაზე მოქნილი და ფართო ჯიპია, ამას განაპირობებს მისი ინდივიდუალური, მარტივად მოძრავი, რეგულირებადი და დასაკეცი უკანა სავარძლები, ტევადი საბარგული-მოცულობით 580-დან 720 ლიტრამდე. მონაცემთა მსგავსი ერთობლიობა სეგმენტში ახალ სტანდარტს ქმნის . მართვის 20 დამხმარე ტექნოლოგიით და ექვსი უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით , სიტროენ C5 ეარკროსი უდაოდ ბოლო თაობის ჯიპია.

შეჩერების პროგრესული ჰიდრავლიკური სისტემა
კომპანიის ექსპერტთა გუნდის მიერ შემუშავებულ ინოვაციას წარმოადგენს ახალი C5 ეარკროსზე მორგებული შეჩერების პროგრესული ჰიდრავლიკური სისტემა. ბრენდის მოტოსპორტში მიღებული გამოცდილების შედეგად შეიქმნა ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალური წონასწორობის შენარჩუნებას უსწორმაწსორო ზედაპირზე მოძრაობისას. ახალი ტექნოლოგიის მიზანია სიტროენის ფილტრების ხარისხობრივი გაუმჯობესება “ჯადოსნური მართვის” ეფექტის მისაღწევად.
კომფორტული სავარძლები
ახალი C5 ეარკროსით ნებისმიერი მგზავრობა სასიამოვნოა. მის ფართო და განიერ სავარძლებში მოთავსებული 15მმ-იანი სისქის ქაფი მათ უფრო რბილს და გამძლეს ხდის. წინა სავარძლები ივსება მაღალი სიმკვრივის ქაფით, რომელიც ერგება სხეულის ფორმას და მეტად კომფორტულია ხანგრძლივი მგზავრობისას. სავარძლები რეგულირებადია სხვადასხვა პოზიციაზე, რომელსაც თან ახლავს მრავალფუნქციური მასაჟორი.

ყველაზე მოდულური ავტომობილი სეგმენტში
მისი ინდივიდუალური, მარტივად მოძრავი, დასაკეცი და თანაბარი ზომის უკანა სავარძლებით ახალი C5 ეარკროსი ყველაზე მოდულური და ფართო ჯიპია თავის სეგმენტში. შესაძლებელია სავარძლების 5 პოზიციით რეგულირება, მარტივად გაცურება წინ ან უკანა მიმართულებით, რაც საშუალებას მოგცემთ, თქვენი სურვილის მიხედვით ინტერიერის ან საბარგულის სივრცე მაქსიმალურად გააუმჯობესოთ. ბრტყელი იატაკი კი ამ სივრცის ოპტიმალურად ათვისებაში გეხმარებათ. ახალი C5 ეარკროსი ფლობს სხვადასხვა სათავსო სივრცეებს.

პერფორმანსი
ახალი EAT8 კოლოფი, ახალი ევრო 6.2 ძრავა
ახალი C5 ეარკროსი გთავაზობთ მძლავრ და ეფექტურ ევრო 6 ძრავას, 6 სიჩქარიანი მექანიკური კოლოფით ან 8 სიჩქარიანი ავტომატური კოლოფით:
ბენზინის 2 ტიპს: PureTech 130 S & S 6-SP მექანიკური და PureTech 180 S & S 8-SP ავტომატური
დიზელის 3 ტიპს : BlueHDi 130 6-SP მექანიკური, BlueHDi 130 S & S 8-SP ავტომატური და BlueHDi 180 S & S 8-SP ავტომატური.
იგი გამოირჩევა 8 სიჩქარიანი ავტომატური კოლოფის უახლესი ვერსიით. 8 სიჩქარიანი “ავტომატური ტრანსმისია” გადაადგილების და პარკირების კონტროლის ფუნქციით მართვა მეტად ეფექტური და კომფორტულია.
სწორედ დამატებითი 2 კოლოფის დახმარებით მისი საწვავის მოხმარება 7%-ით უფრო ნაკლებია, ვიდრე 6 სიჩქარიანი ავტომატურის. ორი დამატებითი სიჩქარის გადამცემი კოლოფი უზრუნველყოფს ოპტიმიზაციას და სიჩქარეებს შორის დინამიურ გადასვლას.

დეტალები
დიზაინი

4.50 მ სიგრძის C5 ეარკროსი გამოირჩევა, არააგრესიული, ძლიერი და დინამიური მახასიათებლებით. ახალი C5 ეარკროსი თავს იწონებს ფართო და მძლავრი ფრონტის დიზაინით, მაღალი და გამოკვეთილი კაპოტით. მის მკვეთრად ხაზოვან სტილს და ძლიერ გრაფიკულ აქცენტებს ხაზს უსვავს ჰაერის ბამპერი (Airbump ®), ფართო 720 დიამეტრი ზომის საბურავები, 230მმ კლირენსი, კარის ქვედა პანელი ,საბურავის დამცავი თაღები და მოდური ორ-ფეროვანი რელინგი.
ახალ ეარკროსს ამშვენებს დიდი პანორამული ჭერი. 360°გრადუსიანი შემინული სივრცე ხაზს უსვავს სახურავის დახვეწილ დიზაინს და C კლასისთვის დამახასიათებელ ხელწერას. საბარგულის მოცულობა 580ლ-720ლ შორის მერყეობს და სეგმენტში მოწინავე პოზიციას იკავებს. ავტომობილის ორივე მხარეს არსებული უკანა მაშუქები აღჭურვილია ოთხი მოგრძო LED სანათებით.

ახალი C5 ეარკროსის სალონი ფართო და მოხდენილია. ის აერთიანებს გულუხვი ფორმების ერთობლიობას, თუმცა ინარჩუნებს ფუნქციური ასპექტებისადმი მზრუნველობას. იგი აღჭურვილია მყარი ჰორიზონტალური განლაგების დაფით და მთელს სიგრძეზე გადაჭიმული სითბოს გამომცემი ბანერით.
მძღოლის მხარეს, მისი მხედველობის არეალში მოთავსებულია 32სმ სიგრძის ციფრული ეკრანი, რომლიც გადმოსცემს შერჩეული სამართავი მარშრუტის ინფორმაციას.
მაღალი სავარძლით და ცენტრალიზებული ციფრული კონსოლით მართვა გაცილებით მარტივია. ავტომობილის ინტერიერი მორგებულია მომხმარებლის სურვილზე, სადაც გათვალისწინებულია სასურველი ფერთა გამა და მასალა. ახალი C5 ეარკროსის შიდა სივრცე უსაფრთხო და დახვეწილია.
ახალი C5 ეარკროსი ეხლახანს შეემატა სიტროენის დიაპაზონს. მისი შექმნის პირდაპირი ინსპირაცია 2015 წლის სიტროენ ეარკროსია, 2017 წლის წარმატებული გამოშვების C3 ეარკროსის შემდეგ, სიტროენის შემტევი შემართება ახალი C5 ეარკროსით გაგრძელდა. სიტროენის ინსპირაცია ჰარმონიულად ერწყმის თქვენს მოლოდინს:
სიტროენი, შთაგონებული თქვენით !
ახალი C5 ეარკროსი გთავაზობთ კლიენტის მოთხოვნილებაზე მორგებულ მრავალ ფუნქციას. ერთ-ერთ ასეთ ფუნქციას წარმოადგენ საექსტერიერო კომბინაციები, რომელიც სულ 30 ვერსიას ითვალისწინებს და ერგება ავტომობილის 7 ძირითად ფერს, (პოლარული თეთრი, შავი მარგალიტი, პლატინის რუხი, ფოლადის რუხი, ვულკანური წითელი, ლურჯი, თეთრი), და სამ ფერთა შენაერთს ( ვერცხლისფერი, თეთრი და წითელი). ექსტერიერის ფერების შეხამება შესაძლებელია შავი სახურავით.
კლიენტის მოთხოვნილების გათვალისწინებით ინეტრიერი იცვლება ხუთი ფერის თემატური დიზაინით, ტონები მსუბუქი, თბილი და დახვეწილია. სტანდარტულ თემას ემატება კომფორტული სავარძლები, რომლებიც შეხამებულია რუხი, მეტროპოლიტური ბეჟი, მეტროპოლიტური რუხი და აქტიური ყავისფერი ტონებით.
ინტერიერის დიზაინის სქემა

რუხი სალონური ატმოსფერო დინამიურია: ქვისფერი რუხი ქსოვილით და შავი ტყავის ეფექტებით გაწყობილ სავარძლებს ნარინჯისფერი კანტები ამშვენებს. კოსპუსი და დაფა რუხი ჩანართებითაა.

მეტროპოლიტური ბეჟი ტონები სალონს პრემიუალურ და დახვეწილ იერსახეს ანიჭებს: სავარძლები რუხი ფერის ტყავის და გრაფიტის ქსოვილითაა გაწყობილი, მის ზედა უკანა ნაწილს კი მუქი რუხი კანტები მიჰყვება. მთლიანი კოსპუსი და დაფა შეხამებულია რუხი-ბეჟი ჩანართებით.

მეტროპოლიტური რუხი – მთლიანი სივრცე დახვეწილ ტონალობებშია გადაწყვეტილი: გრაფიტის ტყავის და ქსოვილის სავარძლები გაწყობილია მუქი რუხი ზოლებით. კოსპუსი და დაფა შეხამებულია რუხი ჩანართებით.

ყავისფერი სივრცე გამოხატავს განსაკუთრებული მაღალი დონის მიდგომას: ყავისფერი ტყავის და შავი ტყავის აქცენტებით გაწყობილ სავარძლებს ზოლებად გასდევს რუხი ხაზები. კორპუსი ყავისფერია, დაფა და ინსტრუმენტული პანელი ნაცრისფერი, ხოლო საჭე ორფეროვანი – შავი და ყავისფერი ტონებით.
კომფორტი

ახალი სიტროენ C5 ეარკროსის ორმაგად ლამინირებული წინა საქარე მინა, დამცავი ფენით, ახდენს ხმაურის იზოლაციას და მძღოლს მაქსიმალური სიმყუდროვის შეგრძნებას უქმნის . სიტროენ C5 ეარკროსის შექმნის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ძრავის ხმის იზოლაციას.
ახალი სიტროენ C5 ეარკროსი ოპტიმალური კომფორტისთვის ასევე გთავაზობთ სალონში ჰაერის გამწმენდ სისტემას, (AQS – Air Quality System) ჰაერის ხარისხის სისტემა გამოავლენს სალონის გარეთ არსებული ჰაერის დაბინძურების ხარისხს და ავტომატურად იწყებს ჰაერის ფილტრაციას ცირკულაციის რეჟიმის ფუნქციონირებით.
მძღოლის 20 დამხმარე ტექნოლოგია

ახალი C5 ეარკროსი აღჭურვილია ფართო დიაპაზონის მოწინავე და თანამედროვე მართვის სხვადასხვა დამხმარე სისტემით, უსაფრთხოების ტექნოლოგიით, საბორტო კომფორტით და გამარტივებული მართვის ფუნქციით. მაგისტრალზე “მართვის ასისტენტი’-ს დახმარებით ავტომობილი თავად განსაზღვრავს სიჩქარეს, ტრაექტორიას და გზატკეცილის პოზიციებს. ადაპტირებული საკრუიზო კონტროლი ” Stop&Go” ფუნქციით, ადგენს სად შეანელოს ან გააგრძელოს სვლა ავტომობილმა მის წინ მოძრავი ობიექტის შესაბამისად.

სისტემა აღიქვავს სიჩქარის ლიმიტის ნიშანს და გადასცემს საინფორმაციო პანელს. სიჩქარის ლიმიტის ნიშნების გარდა, სისტემა აღიქვავს გარკვეულ საგზაო ნიშნებს და აწვდის მძღოლს ინფორმაციას ინსტრუმენტული პანელის მეშვეობით ( შეჩერების ნიშნები/ ცალმხრივი მოძრაობის ნიშნები/ სიჩქარის ლიმიტის შეზღუდვა)

ღამით მძღოლის უსაფრთხოებას და მშვიდ მართვას სწორედ რომ მაშუქების განათების ფუნქცია განაპირობებს, მაშუქებში სინათლის ინტენსივობის დონე (მომატება/მოკლება) ავტომატურად რეგულირდება.
6 დამაკავშირებელი ტექნოლოგია

ახალი C5 ეარკროსი გთავაზობთ ინტუიციური სისტემების უახლეს ტექნოლოგიებს, რათა უზრუნველყოს ციფრულ სამყაროს და ავტომობილს შორის უწყვეტი კავშირი. ტაბლეტი, რომელსაც გააჩნია მოცულობითი სენსორული ეკრანი , საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შეცვალონ მათი ავტომობილის პარამეტრები, მულტიმედიური სისტემა, ტელეფონი, კონდიცირება და სანავიგაციო სისტემა.
სიტროენის კავშირის ყუთი მოიცავს (Citroën Connect Box) ასისტენტს და “Pack SOS”-ს, უკაბელო სმართფონის დამტენს და ვიდეო კამერას (ConnectedCAM Citroën™) რაც ავსებს ამ შეთავაზებას.