- Accueil
- ავტომობილები
- სიტროენ ბრენდი
- CITROËN SPACETOURER
ძლიერი მხარეები
სიმაღლე
სიტროენ SpaceTourer-სთან ერთად, ნებისმიერი მიწისქვეშა ავტოსადგომი მოსახერხებელია. SpaceTourer- ის ოპტიმიზირებული ზომები (სიგრძე: 4.60 მ-დან 5.30 მ, სიგანე: 1.92 მ, სიმაღლე: 1.90 მ) კომბინირებულია ელექტროჰიდრავლიკური საჭესთან , 11.30 მ – 12,40 მ-ის მობრუნების შესაძლებლობით. სიტროენ SpaceTourer აკმაყოფილებს ოჯახის ყველა წევრის მოთხოვნებს.

დისპლეი
ავტომობილის წინა საქარე მინაზე დამონტაჟებული დისპლეი ძირითად ინფორმაციას გამჭირვალე მონიტორზე გამოსახავს. დისპლეი მოთავსებულია მძღოლის პირდაპირი მხედველობის არეალში ისე რომ მისი ყურადღება სრულებით მიმართულია გზისკენ.

ავტომატური კარი
დაკავებული გაქვთ ხელები ? არ არის პრობლემა! ავტომობილის უკანა ბამპერის ქვედა კუთხეში ფეხის მსუბუქი მოძრაობით გვერდითა კარი ავტომატურად გაიღება.

3 სიგრძე
ხელმისაწვდომია 3 სიგრძის სიტროენ SpaceTourer-ი (XS: 4.60მ , M: 4.95მ , XL: 5.30მ), სეგმენტის პირველი კომპაქტური ვერსიის ჩათვლით, სივრცე ცხრა ადამიანისთვისაა განკუთვნილი.

მოხმარება
ჩატარებული კვლევა ადასტურებს: სიტროენ SpaceTourer-ს აქვს სეგმენტში ყველაზე დაბალი საწვავის მოხმარება 23.5კმ/ლ-ზე (5.1ლ/100კმ) 133 გ/კმ CO2 ემისიების გამოყოფით. (BlueHDi 115 S & S 6 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით).

დეტალები
დიზაინი

SpaceTourer-ის ხიბლის საიდუმლოება სწორედ მისი ფართო და გულუხვი ფორმები, ელეგანტური და ჰარმონიული პროპორციებია. ამ სტილისტური ატრიბუტებით SpaceTourer წარმოდგენილია 9 ძირითად ფერში: შავი, ლურჯი, მუხისფერი, პლატინისფერი რუხი, ალუმინისფერი რუხი, ნარინჯისფერი ტურმალინი, ცისფერი ლაგუნა, ქვიშისფერი, თეთრი.

ვერტიკალური დღისით მანათობელი მაშუქები საჭის თაღების გაყოლებაზეა განლაგებული, ხოლო მათი ქვედა ნაწილები სტილისტურად ეხამება ნისლის მაშუქებს. ახალი SpaceTourer-ი თავგადასავლების სურვილს აღძრავს.

გვერდხედიდან, SpaceTourer გამოირჩევა თავისი ფართო მოძრავი კარით და მბზინავი ზედაპირებით, მისი გულუხვი და მიმზიდველი სალონი ერთი შეხედვით შეინიშნება.

უკანა დიდი საბარგული სტილისტური და ფუნქციური დან იშნულების ნაზავია, რაც ამძაფრებს მოგზაურობის სურვილს და მიანიშნებს ინტერიერის ფართო მოცულობებზე .

ხელმისაწვდომია სამი სიგრძის SpaceTourer-ი(ზომებით (XS: 4.60მ, M: 4.95მ, XL: 5.30მ), სეგმენტის პირველი კომპაქტური ვერსიის ჩათვლით, SpaceTourer-ის შიდა სივრცე ცხრა მგზავრს იტევს.
ვინ იფიქრებდა რომ საუკეთესო ფურგონი უმოკლესია ?

Citroën SpaceTourer- სთან ერთად, ნებისმიერი მიწისქვეშა ავტოსადგომი მოსახერხებელია. მისი ოპტიმალური ზომები(სიგრძე: 4.60 მ-დან 5.30 მ, სიგანე: 1.92 მ, სიმაღლე: 1.90 მ) კომბინირებულია ელექტროჰიდრავლიკური საჭესთან , 11.30 მ – 12,40 მ-ის მობრუნების შესაძლებლობით, სიტროენ SpaceTourer აკმაყოფილებს ოჯახის ყველა წევრის მოთხოვნას.
კეთილდღეობა

Citroën SpaceTourer-ის ფართო ინტერიერი ხანგრძლივი მოგზაურობის სულისკვეთებით შეიქმნა, მისი თითოეული მგზავრი კი ყველაზე მაღალი სტანდარტებით სარგებლობს. SpaceTourer-ით ნებისმიერი მოგზაურობა რელქსაციის და დროის სასიამოვნოდ გატარების მყარი გარანტია.

SpaceTourer-ის სავარძლები გაწყობილია რბილი და მაღალი ხარისხის ტექსტილით . II-ე და III-ე რიგის მგზავრები სარგებლობენ დამოუკიდებელი, გაცურების ფუნქციის მქონე სავარძლებით, სრული კომფორტისთვის კი მოყვებათ დამატებითი თავის და მხრების მოსასვენებელი ბალიშები .

სენსორულ დაფას უკავია მძღოლისთვის მეტად მოსახერხებელი ადგილმდებარეობა და ხილვადობა, აქვს თანამედროვე აკრეფვის ფუნქცია, სალონში ტემპერატურის რეგულირების და გვერდითა კარის ავტომატური მართვის ფუნქცია.
კომფორტი

სიტროენ SpaceTourer და მისი უზარმაზარი სათავსო განყოფილება (74კგ-მდე) დაიტევს თქვენთვის სასაურველ ყველა ნივთს.

SpaceTourer-ის ინტერიერში მძღოლის სავარძელი მაღალ პოზიციაზეა, სავარძლები მარტივად გადაადგილდება, მინის სახურავი ფართო და ნათელია, ამას ემატება ოპტიმალური მართვის სტილი და უმაღლესი დონის ხმის იზოლაცია, რაც საოცრად შინაურული გარემოს ქმნის.
მგზავრობა არასდროს ყოფილა ასეთი კომფორტული SpaceTourer-თან ერთად.

SpaceTourer უზრუნველყოფს მშვიდ და წყნარ მოგზაურობას. მისი დიზაინის შექმნის პროცესში მთავარი საკვანძო სიტყვა იყო “სიმშვიდე”. აბსორბენტული მასალები გამოყენებულია ავტომობილის სალონის ირგვლივ მთელს სხეულში(სახურავი,პანელები, წინა დაფა და იატაკი), ასევე ორმაგი შუშის ლამინირებული ფანჯრები ამცირებს გარედან შემომავალ ხმაურს.

SpaceTourer-ის ფართო პრიალა ზედაპირით და ღია პანორამული ჭერით, ყველა მოგზაურობა დაუვიწყარია.
ტექნოლოგიური ინტელექტი

სიტროენ SpaceTourer აღჭურვილია ბევრი სასარგებლო ფუნქციით,რაც ავტომობილის ყოველდღიურ მართვას უფრო ამარტივებს. თქვენ არ გჭირდებათ გასაღები ჩასასხდომად, ავტომობილის დასაძრვად. ასევე სენსორულად შეგიძლიათ ფეხის მარტივი მოძრაობით გახსნათ კარი, როცა ორივე ხელი დაკავებული გაქვთ.

ახალი 3D სანავიგაციო სისტემის (Citroën Connect Nav) მიერ შემოთავაზებული ინფორმაციის მართვა საკუთარი სმარტფონიდანაც არის შესაძლებელი. სისტემა მოიცავს სანავიგაციო დეტალების სრულფასოვან სპექტრს ინტერაქტიულ რუქასთან ერთად. მეტი უსაფრთხოებისთვის შესაძლებელია სისტემის ხმოვანი მართვაც.

გინდათ მოუსმინოთ მუსიკას თქვენს სმართფონში ან შეადგინოთ მარშუტის გეგმა? არაფერია ამაზე მარტივი და მოქნილი ვიდრე სიტროენის “სარკისებური ეკრანი”(Mirror Screen). სმარტფონის აპლიკაციები მარტივად გამოისახება ავტომობილის ეკრანზე, რომლის მართვაც აპლიკაციებით Apple CarPlayTM-ით და MirrorLink®-ით არის შესაძლებელია,
რას იტყვით,ძალიან პრაკტიკულია, არა?

ავტომობილის წინა საქარე მინაზე დამონტაჟებული დისპლეი ძირითად ინფორმაციას გადმოსცემს გამჭირვალე მონიტორზე, რომელიც მოთავსებულია მძღოლის პირდაპირი მხედველობის არეალში. მძღოლის ყურადღება სრულებით მიმართულია გზისკენ.

დაკავებული გაქვთ ხელები ? არ არის პრობლემა! ავტომობილის უკანა ბამპერის ქვედა კუთხეში ფეხის მსუბუქი მოძრაობით კარი ავტომატურად გაიღება. ამ სეგმენტისთვის ეს ექსკლუზიური ოფციაა.
თქვენი უსაფრთოებისთვის

ადაპტირებული კრუიზ კონტროლი არეგულირებს ფურგონის სიჩქარეს წინ მიმავალი ავტომობილის სიჩქარის შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში სისტემა ავტომატურად ამცირებს სიჩქარეს 20კმ/ს-მდე.

ბრმა ზონის არეალში უხილავი ობიექტის შენიშვნისას, მძღოლის საყურადღებოდ , სარკის კუთხეში ირთვება ნარინჯისფერი დიოდურ ციმციმა. წინა და უკანა ბამპერებში მოთავსებული ოთხი სენსორის მეშვეობით სისტემა აქტიურდება 12კმ/სთ-140კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის დროს.

სისტემა მუშაობს წინა საქარე მინაზე დამონტაჟებული კამერის დახმარებით, ის მუდმივად აწვდის მძღოლს საგზაო ინფორმაციას. საგზაო ნიშნის ამოცნობისთანავე სისტემა გთავაზობთ რეკომენდებულ სიჩქარეზე გადასვლას, ღილაკზე თითის დადებით თქვენ ეთანხმებით შემოთავაზებულ სიჩქარეს და ახალი სიჩქარით აგრძელებთ მოძრაობას.

აქტიური უსაფრთხოების მუხრუჭი გიცავთ უნებლიე, მძღოლის მიერ დამუხრუჭებით გამოწვეული ფიზიკური დაზიანებისგან. წინა საქარე მინის ნაწილში დამონტაჟებული მრავალფუნქციური კამერის დახმარებით, თავიდან აიცილებთ დაბალი 0-30კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას სტატიკურ თუ მოძრავ ობიექტებთან შეჯახებას.

ჩატარებული კვლევები ადასტურებს: სიტროენ SpaceTourer- ს აქვს სეგმენტში ყველაზე დაბალი საწვავის მოხმარება 23.5კმ/ლ-ზე (5.1ლ/100კმ) 133 გ/კმ CO2 ემისიების გამოყოფით. (BlueHDi 115 S & S 6 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით).
– BlueHDi 95 მექანიკური ძრავი: 5.5 ლ/100 კმ და 144 გრ/კმ CO2
– BlueHDi 95 S&S ETG6: 5.2 ლ/100 კმ და 135 გრ/კმ CO2*
– BlueHDi 115 S&S 6-სიჩქარიანი მექანიკური ძრავა : 5.1 ლ/100 კმ და 133 გრ/კმ CO2.