- Accueil
- ავტომობილები
- სიტროენ ბრენდი
- CITROËN C3
ძლიერი მხარეები
ახალი წინა მხარე
ახალი სიტროენ C3–ის წინა ვიზუალური მხარე ახალი ეტაპია სიტროენის დიაპაზონში სტილის შექმნის თვალსაზრისით. მისი მკვეთრი და დინამიური ფორმები შთაგონებულია კონცეპტუალური ავტომობილით CXPERIENCE .

97 პერსონალიზირებული კომბინაცია
ახალი სიტროენ C3 ფერადი მოდელია, რომელიც არ ჰგავს საბაზრო სეგმენტში წარმოდგენილ ავტომობილებს. მისი მთავარი უპირატესობებია: 97 პერსონალიზირებული კომბინაციის შესაძლებლობა, 4 სხვადასხვა ფერის სახურავი, 3 ინტერიერის ფერის სქემა და ახალი დისკები.

სიტროენის გაუმჯობესებული კომფორტი
ახალი სიტროენ C3 შექმნილია სასიამოვნო თავგადასავლებისთვის. სიმშვიდის შეგრძნება რომელიც სიტროენის მართვის დროს გეუფლებათ განპირობებულია სიტროენის Advanced Comfort-ის სავარძლებით და დინამიური მართვის ფუნქციით.

მძღოლის 12 ასისტენტი
ახალი სიტროენ C3-ის ფუქცია “მძღოლის 12 ასისტენტი” პასუხისმგებელია თქვენს ყოველდღიურ უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაზე, რაც გულისხმობს მანევრირების დროს დამხმარე ფუნქციების არსებობას და მოულოდნელი საგზაო შემთხვევისგან დაცვას.

პერფორმანსი
ბოლო თაობის ძრავა
ახალი სიტროენ C3 თავს იწონებს ბოლო თაობის, ძლიერი ძრავებით, რომელიც სერთიფიცირებულია ევრო 6 ემისიის სტანდარტის შესაბამისად:
. 3-ცილინდრიანი PureTech 83 ბენზინის ძრავა (PureTech 83 S&S 5-სიჩქარიანი მენუალი) და 110 (PureTech 110 S&S 6- სიჩქარიანი გადაცემის კოლოფი მენუალი).
. დიზელის BlueHDi 100 ძრავა (BlueHdi 100 S&S 5- სიჩქარიანი გადაცემის კოლოფი მენუალი).

EAT6 ავტომატური ძრავა
უფრო მოქნილი,კომფორტული და მშვიდი მართვისთვის ახალი სიტროენ C3 ხელმისაწვდომია EAT6 ავტომატური გადაცემის კოლოფით (PureTech 110 S&S EAT6).

დეტალები
დიზაინი

ახალი სიტროენ C3-ის მიდგომა და სტილი ბუნებრივ სიძლიერეს მატებს ავტომობილს. მოდელის თამამი ფორმები გამდიდრებულია SUV სეგმენტისთვის დამახასიათებელია გრაფიკულ ელმენტებით.
97 ექსტერიერის კომბინაცია

2 ახალი ნათელი ფერი – წითელი ელექსირი და გაზაფხულის ლურჯი -ამ ფერებს ემატება უკვე ცნობილი ფერები ( პერლა ნერა შავი, ფოლადის ნაცრისფერი, პლატინის ნაცრისფერი, ქვიშისფერი და პოლარული თეთრი).

Color Pack არის ფერადი ჩანართების ნაკრები. მასში შედის ნისლის მაშუქები და Airbump-ის გარსი. ახალ Citroën C3- ის უკვე არსებულ შავ, თეთრ და წითელ ჩანართებს დაემატა ახალი ზურმუხტისფერი ჩანართები.

ახალი სიტროენ C3 წარმოდგენილია ახალ ტრენდულ ფერებში: ზურმუხტისფერი ლურჯი, თეთრი ოპალი, შავი ონიქსი და წითელი ადენი. სახურავის ეს ფერები შეხამებულია სარკეების ფრთებთან და უკანა მეოთხედი პანელის სტიკერთან.
უფრო მეტი კონფიგურაცია

შეარჩიეთ ახალი Citroën C3- ის სახურავი შემოთავაზებული 3 გრაფიკული თემიდან – წითელი, ზურმუხტიფერი ან ტეჩვუდი.
სახურავის 3 სახეობა

სტანდარტული ფერის გარდა , ახალი სიტროენ C3 გთავაზობთ ინტერიერში ორი ახალი არჩევითი ინტერიერის ფერის სქემას, მათ შორის სავარძლების მორთვას და ფერის ჩანართებს.

უფრო მეტად დინამიური გარეგნობისთვის, ზურმუხტისფერი სქემა იყენებს კონტრასტულ შეხამებას მუქ ტონებსა და ფერის მინიშნებებს შორის .

Techwood- ის ფერის სქემა მოიცავს სკანდინავიურ სტილს, ძვირადღირებული მასალების დელიკატური მახასიათებლებით.
სიტროენის გაუმჯობესებული კომფორტი

ახალი Citroën C3 შეიქმნა Citroën Advanced Comfort®-ს პროგრამის მიხედვით , რათა შექმნას უპრეცედენტო საერთო კომფორტი. ავტომობილის საერთო სივრცე განკუთვნილია 5 პერსონისთვის,რომელიც უდაოდ მეტი კეთილდღეობის სძენს ავტომობილს.
ახალი სიტროენ C3 გაწყობილია სპეციალური “გაუმჯობესებული კომფორტის” სავარძლებით, რომლებიც 100%-ით ინოვაციურია. ვიზუალური ეფექტის გარდა, ფართო სავარძლები იდეალურად ერგება თქვენს სხეულს და მეტად მოსახერხებელია.

ახალი სიტროენ C3-ს საბარგული საკმაოდ ფართოა და მისი მოცულობა 300 ლიტრს შეადგენს. იმგზავრეთ კომფორტულად ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

ახალი Citroën C3 მარტივია ყოველდღიური მოხმარებისთვის. მას აქვს საკმაოდ დიდი წინა სათავსო განყოფილება (6.25 ლ) და კარების გვერდითა სივრცეები.
დამაკვაშირებელი ტექნოლოგიები

ახალი სიტროენ C3 აღჭურვილია ConnectedCAM Citroën® ბორტ კამერით. სრულ HD კამერას აქვს შიდა მეხსიერება 16 GB და GPS.
ConnectedCAM Citroën® არის წინ ხედვის კამერა. ვიდეო შეიძლება პოტენციურად იქნას გამოყენებული უბედური შემთხვევის შემთხვევაში.
უფასო ConnectedCAM Citroën აპი მოიცავს გეოლოკაციის ფუნქციას, რომელიც აკავშირებს თქვენს GPS კოორდინატებს თითოეულ გაჩერებასთან. ეს ფუნქცია იდეალურია თქვენი ახალი Citroën C3- ის მოსაძებნად.

ახალი სიტიროენ C3 წარმოგიდგენთ ახალ გამარტივებულ მომსახურებას:
. ქონექთ ასისტენტი (უსაფრთხოება და დახმარება)
. ქონექთ ნავ (ნავიგატორი),
. კონექთ ფლეი (ინფორმაციული მხარდაჭერა).
ეს შეთავაზება დაკავშირებულია Citroën Advanced Comfort® პროგრამასთან და მისი მიზანია ოპტიმალური უსაფრთხოების, ადვილი ნავიგაციის და უკეთესი კავშირის შეთავაზებით სერვისებზე წვდომა გახადოს უფრო მარტივი და ინტუიციური.
მართვის 12 დამხმარე მომსახურება

ახალი სიტროენ C3 ზრუნავს თავის მომხმარებლებზე, მათი მართვის გამოცდილების გათვალისწინებით, ქმნის მეტ კომფორტს და უსაფრთხოებას რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ამარტივებს.
. FRONT PARKING ASSISTANCE/ წინა პარკირება: შექმნილია უფრო მარტივი ურბანული მართვისთვის, ეს სისტემა მოიცავს 6 წინა პარკირების დამხმარე სენსორს, რომელიც გამაფრთხილებელ ხმას გამოსცემს.
. HILL START ASSIST/ფერდობზე დაძვრა :ეს პროგრამული გადაწყვეტილება ეხმარება ავტომობილს ფერდობზე დაძვრაში. ის ხელს უშლის ავტომობილის უნებლიე გადაადგილებას 3%-იანი დაღმართის შემთხვევაში და უზრუნველყობს ავტომობილის სტაბილიზაციას 2 წამამდე.
. REAR VIEW CAMERA/უკანა ხედვის კამერა: უკან პარკირებისას მთავარ ეკრანზე ირთვება კამერა, სადაც ფერადი ზონები მიანიშნებს დაბროკოლების სიახლოვეზე. უკანა კამერა აქვს რეალურად გაფართოებული ხედი რაც აადვილებს მანევრირებას.
. HANDS-FREE IGNITION AND ACCESS/ ავტომატური წვდომა: ეს სისტემა საშუალებას გაძლევთ ჩაკეტოთ / გააღოთ და დაძრათ თქვენი ავტომობილი ჯიბეში გასაღებით. ამრიგად, ავტომობილი ცნობს მის მძღოლს, როგორც კი მიახლოვდება.

ახალი სიტროენ C3 ზრუნავს თავის მომხმარებლებზე, მათი მართვის გამოცდილების გათვალისწინებით, ქმნის მეტ კომფორტს და უსაფრთხოებას რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ამარტივებს
. BLIND SPOT MONITORING SYSTEM/ბრმა წერტილი: ეს ფუნქცია, უკანა ხედვის სარკეებში პიქტოგრამის საშუალებით, მიუთითებს ავტომობილის ბრმა წერტილებში არსებობაზე . მუშაობს იგივე პრინციპით, როგორც უკანა პარკირების სენსორები, ეს ფუნქცია წარმოადგენს უსაფრთხოების მნიშვნელოვან სარგებელს საქალაქო მაგისტრალებზე.
. DRIVER ATTENTION WARNING/მძროლის გაფრთხილება: ეს სისტემა აფასებს მძღოლის სიფხიზლეს საგზაო წესების დარღვევის იდენტიფიცირებით საგზაო ნიშანთან მიმართებაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაშინ როდესაც ავტომობილის მოძრაობს 65 კმ /სთ-ზე მეტი სიჩქარით.
. LANE DEPARTURE WARNING SYSTEM/ხაზის გადაკვეთის განგაში: როდესაც ავტომობილის მოძრაობს 60კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით და ის კვეთს თეთრ ხაზს ინდიკატორის გააქტიურების გარეშე, აქტიურდება მართვის დამხმარე ფუნქცია და ირთვება ხმოვანი სიგნალიზაცია და ვიზუალური განგაში. პროგრამული უზრუნველყოფა ებრძვის ძილიანობას და უყურადღებობას მართვის პროცესში და ზრუნავს თქვენს უსაფრთხოებაზე.
. COFFEE BREAK ALERT/შესვენების დრო: ორსაათიანი უწყვეტი მართვის შემდეგ (65 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით) დამხმარე ფუნქცია აფრთხილებს მძროლს შესვენების აუცილებლობაზე.

ახალი სიტროენ C3 ზრუნავს თავის მომხმარებლებზე, მათი მართვის გამოცდილების გათვალისწინებით, ქმნის მეტ კომფორტს და უსაფრთხოებას რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ამარტივებს
. CRUISE CONTROL /კრუიზ კონტროლი/ სიჩქარის განმსაზღვრელი :კრუიზ კონტროლის დროს შესაძლებელია რეკომენდებული ფიგურების დაყენება და სიჩქარის ლიმიტის განსაზღვრა.
. SPEED LIMIT AND RECOMMENDATION SIGN RECOGNITION/სიჩქარის ლიმიტი და ნიშნების ამომცნობი: სისტემა ცნობს სიჩქარის ლიმიტის ნიშნებს და ამ ინფორმაციას აჭვდის მძღოლს. რეკომენდებული სიჩქარე შეიძლება ჩაიწეროს, როგორც კრუიზ კონტროლის / სიჩქარის შეზღუდვის შემცველი პუნქტი.
. ACTIVE SAFETY BREAK/აქტიური უსაფრთხოების მუხრუჭი: საგანგებო სამუხრუჭე სისტემა ამცირებს შეჯახების რისკს. ის მოქმედებს 5 კმ/სთ-ით ფიქსირებული ან მოძრავი საგნების და ფეხით მოსიარულეების მიმართ, თუ შეჯახების გამაფრთხილებელი სიგნალის შემდეგ მძროლი არ რეაგირებს, სისტემა ავტომატურად ანელებს ავტომობილს.
. AUTOMATIC HIGH-/LOW-BEAM CONTROL / ავტომატური მაღალი-/დაბალი სხივის კონტროლი: ეს ფუნქცია არეგულირებს მაშუქების ინტენსივობას, როდესაც 2 საპირისპიროდ მოძრავი ავტომობილი ხვდება
ერთმანეთს.
ჩვენი მინიატურები

დაუმატეთ თქვენი თანამედროვე მინიატურული ავტომობილების კოლექციას ახალი სიტროენ C3
1:64 და 1:43 მასშტაბით.
. 1:64 მასშტაბის ფასი: 5.00 € (დღგ ჩათვლით)
. 1:43 მასშტაბის ფასი: 37,00 € (დღგ ჩათვლით)