October 11, 2018

ლიდერთა ტემპით

უელსის ავტორბოლა /WALES RALLY GB, 4-7 ოქტომბერი, 2018

სიტროენის მსოფლიო ავტორბოლის გუნდი "Citroën Total Abu Dhabi WRT"კმაყოფილი დარჩა C3 WRC-ის მიღწევებით, მას შემდეგ, რაც ქრეიგ ბრინმა C3 WRC-ის დახმარებით ხანგრძლივი დროის მანძილზე იბრძოლა პოდიუმზე და კიდევ ერთხელ დაამტკიცა C3 WRC-ის შესაძლებლობები, იმ პირობებშიც კი,როცა გზის ზედაპირის დონეები მუდმივად ცვალებადია.

ეულსის ავტორბოლი “Wales Rally GB” საკმაოდ არაორდინალურია შეჯიბრებებისთვის: ამჯერად, ამის მიზეზი ზედმეტად გაჟღენთილი, ხრეშიანი გზის სავალი ნაწილი გახდა. ასეთ დროს, უდაოდ სასურველია რბოლა სწრაფად დაიწყოს, სანამ გზები ტალახის დიდ გუბედ გადაიქცევა. პარასკევს გამართულ რბოლაზე, მედს ოსტბერგი ( Mads Østberg) და ქრეიგ ბრინი (Craig Breen) ღირსეულად ინარჩუნებდნენ მეათე და მეთერთმეტე პოზიციებს, თუმცა რბოლის თითქმის ბოლო პოზიციებს ნაკლებად მოაქვთ უპირატესობა. საკუთარი ავტომობილის –  C3 WRC-ს შესაძლებლობებში თავდაჯერებულმა ქრეიგ ბრინმა შეძლო შთამბეჭდავი სანახაობა ეჩვენებინა და ლიდერებს შორის დარჩენილიყო, დღის ბოლოს 13 მონაწილეს შორის, ის მეოთხე ადგილის მფლობელი გახდა. ოსტბერგმა, რომელიც უფრო რთულ პირობებში იბრძოდა, საერთო ანგარიშის მიხედვით დღის ბოლოს მერვე ადგილი დაიკავა. შაბათს, ქრეიგ ბრინმა დაადასტურა, რომ ის კარგ ფორმაშია, ის რამდენიმე წამით დაწინაურდა და შუადღისთვის მეორე ყველაზე სწრაფი შედეგი აჩვენა (SS15 და SS18). ძლიერი გუბდური პერფორმანსი მედს ოსტბერგის გამოსვლით დასრულდა. თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად, ოსტბერგმა მეხუთე ადგილი მოიპოვა და პროცესის სამი თამნინდევრული შედეგის მეორე ყველაზე სწრაფი დრო აჩვენა (SS12, SS13 და SS14).რასაკვირველია, სიტროენის ავტორბოლის “Citroën Total Abu Dhabi WRT ” ყველა მონაწილეს რბოლის ფინალურ ეტაპზე გასვლა და ლიდერთა შორის პოციების დაკავება სურდა. სწორედ ამიტომ, კვირას, დილის რბოლა,გზის წარმოუდგენლად სრიალა ზედაპირის მიუხედავად, საკმაოდ შემტევი ხასიათით დაიწყო. სამწუხაროდ,ბრინის უმნიშვნელო შეცდომამ მისი პოდიუმიდან ჩამოშორება განაპირობა , თუმცა მეოთხე ადგილი შეინარჩუნა. მედს ოტსბერგმა კრახი განიცადა და იძულებული გახდა საერთო ანგარიშით მის მერვე ადგილს შეგუებოდა.