October 16, 2019

სიტროენი და ოგიერი უელსის ბრონზეს მფლობელია

45-ე უელსის ავტორბოლა (3 – 6 ოქტომბერი 2019)

მსოფლიო ავტორბოლის ჩემპიონატის ისტორიაში უელსის რბოლა შეფასდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე რთული მოვლენა, სადაც Sébastien Ogier-მა და Julien Ingrassia-მ უელსის არაპროგნოზირებადი ამინდის და რთული საგზაო პირობების მიუხედავად, შეძლეს მესამე ფინალური შედეგის მიღწევა. Esapekka Lappi-მ და Janne Ferm-მა დაასრულეს რბოლა, მას შემდეგ, რაც იძულებული გახდნენ დამორჩილებოდნენ Rally 2-ის წესებს და ხელმეორედ დაბრუნებოდნენ რბოლას, ამ პროცესში მათ დიდი გამოცდილება მიიღეს.

ამ სეზონზე, თორმეტი რაუნდის მონაცემებით სიტროენის მსოფლიო რალის გუნდისთვის მეთერთმეტე პოდიუმია, ხოლო ფრანგული ეკიპაჟისთვის კი მერვე ტოპ-სამეულის ფინალი, რაც იმედს გვაძლევს, რომ ჩემპიონატის მსვლელობის დროს გუნდი შეინარჩუნებს მეორე პოზიციას, ის მხოლოდ 28 ქულით ჩამორჩება ლიდერებს.