სიტროენის ინსპირაცია “Inspired By You”

ფილმი სიტროენის ისტორიას გვიყვება

სიტროენი იწყებს ახალ ბრენდულ კამპანიას ინსპირაციული შეტყობინებით “თავგადასავლების ჩვენებური ხედვა თქვენი სურვილების ანარეკლია” . ეს საერთაშორისო ფილმის მთავარი მოტივია “INSPIRED BY YOU” ანუ “შთაგონებული თქვენით ” . ბრენდის ხელწერა,რომელიც თითქმის 100 წელიწადს ითვლის, შთაგონეულია სხვადასხვა თაობებით და ინდივიდებით, მათი ცხოვრების სტილით, თავგადასავლებით და თავისუფლების მიმართ სწრაფვით. ფილმი მოგვითხთრობს სიტროენის ისტორიას მის რამდენიმე სიმბოლური ავტომობილზე, რაც ბრენდის მემკვიდრეობას ქმნის.

 

1919 წლიდან თავისუფლების ინსპირაციით!

 სიტროენ 2CV-დან სიტროენ CX-მდე , Avant-დან Méhari-მდე, H მოდელიდან Visa-მდე, CX-დან C4 Cactus-მდე იქმნება სიტროენის საუკუნოვანი ეპოქა. სიტროენი  მრავალი წელია აკვირდება ადამიანებს, მათ სათვაგადასავლო ოცნებებს, საოჯახო ექსკურსიებს, მეგობრებთან ერთად დაგეგმილ მოგზაურობებს, და ამ შთაგონებით ქმნის ავტომობილს, რომელიც ასახავს თითოეული ადამიანის ინტელექტუალური ცხოვრების სტილს.  ახალი საიმიჯო კამპანია ილუსტრირებულად გამოხატავს სიტროენის შექმნის ისტორიას 1919 წლიდან დღემდე : “თავგადასავლების ჩვენებური ხედვა თქვენი სურვილების ანარეკლია”. ფილმის სიუჟეტს სხვადასხვა დროში გადავყავართ, სადაც თავისუფლების მაძიებელი მოგზაურისთვის სიტროენის მოდელები მისი ცხოვრების განუყეფელი ნაწილი ხდება, ის ირჩევს თითოეულ მოდელს და დროში მოგზაურობს.Autostoppeur Citroën Inspired By You

 

 2CV და მოდელი H: 1948 წლიდან 

2CV
1948 წლის პარიზის ავტოშიუზე წარდგენის შემდეგ, სიტროენ 2CV სწრაფად ექცევა ხალხის ყურადღების ცენტრში. მას ახასიათებენ როგროც,” ქოლგის ქვეშ მოძრავ ოთხ ბორბალს “.  TPV ან  Très Petite Voiture (ძალიან პატარა ავტომობილი) იპყრობს ბაზარს. ჯამში, იქმნება 3,868,634  ეკზემპლიარი.

მოდელი H
ეს მოდელი – სიტროენის სიმბოლური მოდელია. დღეისთვის ის გლობალურად ცნობილია უკვე როგორც საკვები პროდუქტების სატვირთო ავტომობილი. 40 წლის მანძლზე მისი ეფექტური დიზაინი განსაკუთრებულ ინოვაციას წარმოადგენდა იმ დროის მსუბუქი სატვირთო ავტომობილების სეგმენტში. მოდელის დიდებული კარიერიის მანძილზე 473,289 ეკზემპლიარი შეიქმნა.

2CV Citroën

TypeH Citroën

 

MEHARI, CX და VISA: 1968-დან  ადრეულ 1990-იანებამდე

MEHARI
მეჰარი  ემბლემური ავტომობილია, რომლის პლასტმასის კონსტრუქცია ნაკაწრების და კოროზიის მიმართ მდგრადია. ის პოპულარული ხდება როგორც მოხერხებული, ეკონომიური და ღია მოდელი. წარმოებული ეკზემპლარების ჯამური რაოდენობა 743,740-ს აღწევს .

CX
CX  1974 წლის მოდელად აღიარეს, 1970-იან წლებში ის წარმოადგენს სიტროენის დიზაინის მთავარ ავტომობილს. განსაკუთრებით, ინოვაციურია, მისი მართვის კონცეფცია. 15 წლის მონაცემებით სულ 1,169,695 მოდელია გაყიდული.

VISA
გასაოცრად პატარა ჰეჩბეკიVisa, რომელმაც დიდ წარმატებას მიღწია, ძირითადად წარმოდეგნილი იყო სპეციალური სერიების და სატრანსპორტო საშუალების სახით, უმეტესწილად ავტოსპორტისთვის. ბაზარზე მისი 10-წლიანი არსებობის მანძლზე, შეიქმნა სულ 1,254,390 მოდელი. 1988 წელს, GTI VISA  გვხვდება ფრანგული თვითმფრინავის გადამზიდავი Clémenceau-ის დაუვიწყარ რეკლამაში.

Mehari Citroën

CX Citroën

Visa Citroën

 

C3 ეარკროსი, C4 კაქტუსი, CXPERIENCE: 2016 წლიდან

C3 AIRCROSS/ეარკროსი
2017 ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე წარმოდგენილი C3 Aircross  განსხვავდება ბაზარზე არსებული სხვა SUV- ებისგან თავისი სტანდარტული დიზაინის, კომფორტისა და მოდულის განლაგებით. 12 მართვის ასისტენტის ფუნქციით აღჭურვილი  C3 ეარკროსის 60,000 მოდელი უკვე გაყიდულია.

C4 CACTUS
ახალი C4 კაქტუსი – ეს არის ულტრა თანამედროვე ჰეჩბეკი და ევროპის პირველი ავტომობილი დინამიური მართვის მიმართულებით, რასაც განაპირობებს პროგრესული ჰიდრავლიკური ბალიშები.

CXPERIENCE
2016 წლის პარიზის საავტომობილო შოუზე წარმოდგენილი CXPERIENCE კონცეპტუალური ავტომობილი, აღჭურვილია პრემიუმ კლასის დიზაინის ნიშნებით, ეს საშუალებას აძლევს Citroën- ს გამოავლინოს საკუთარი შემოქმედება, დიზაინი, კომფორტი და ტექნოლოგიები.

C3 Aircross White

C4 Cactus Blue

CXperience Grey

 

სიტროენის ლოგოს ისტორია

1900 წელს ანდრე სიტროენმა წარმატებით დააპატენტა სიჩქარეების მაკეტი შევრონების განლაგებით. მოგვიანებით , 1919 წელს როდესაც მან საკუთარი საავტომობილო წარმოების ფირმა დააფუძვნა, გადაწყვიტა ეს ლოგოდ გამოეყენებინა.
1921-დან  1936-მდე ლოგოს ოვალი შეცვალა ლურჯ ფონზე განლაგებულმა ექვსკუთხედმა ყვითელი შევრონებით, შემდეგ კი გამოჩნდა  “სიტროენის” სახელწოდებაც.
1930-იანი წლების დასაწყისში, მეორე ლოგო გვხვდება არსებული ლოგოს გვერდით: სიტროენის შევრონებში მოცურავე გედი, როგორც ახალი ძრავების სიმბოლო.
1959წელს, ყვითელი შევრონები თეთრი ელიპსის ფონზე განლაგდა, მოგვიანებით, 1966 წელს სიტროენის სახელწოდება ლურჯი კვადრატის ფონზე გამოჩნდა.
1985 წლიდან, ბრენდის იმიჯის მოდერნიზაციისთვის, სიტროენმა შეიმუშავა ახალი ლოგო თეთრი შევრონებით წითელ კვადრატში.
2009 წელს, ახალი ლოგო ხასიათდება 3D ქრომირებული შევრონებით ,ხოლო სახელწოდება წითელი ფერით. 2016 წელს, ბრენდი გამოავლენს ჩამოთლილ 2D ვერსიას, რომელიც ეყრდნობა ბრტყელი დიზაინის კონცეფციას.Logos Citroën