სიტროენის ავტონაწილები და აქსესუარები

ორიგინალი ავტონაწილები და აქსესუარები

სიტროენის ავტონაწილები

01_Pièces-d'origine-Citroënგარწმუნებთ, რომ თქვენს მიერ შეძენილი ავტონაწილები ნამდვილად წარმოადგენს სიტროენის მაღალი ხარისხის ორიგინალ ნაწილებს , რადგან ეს არის  თქვენი უსაფრთხოების და სიმშვიდის გარანტი. სიტროენის ორიგინალი ავტონაწილები შექმნილია მხოლოდ სიტროენის ავტომობილისთვის. ცხადია, ყალბი ავტონაწილები ვერ უზრუნველყოფენ შესაბამის ხარისხს.  სიტროენის ავტორიზებულ სერვის ცენტრში თქვენს ავტომობილზე იზრუნებენ გამოცდილი, სპეციალურად სიტროენისთვის დატრენინგებული ტექნიკოსები.

ყოველ ავტონაწილზე, რომელიც შეძენილი იქნება სიტროენის ავტორიზებულ სერვის ცენტრში იმოქმედებს 12 თვემდე გარანტია.

 

 

სიტროენის აქსესუარები

02_Accessoires-d'origine-Citroënხარისხი, უსაფრთხოება და კლიენტებზე მორგებული მომსახურება : სიტროენი გთავაზობთ აქსესუარების ფართო არჩევანს.

კომფორტი და სტილი: ალუმინის დისკებიდან ქრომის კომპლექტებამდე სიტროენი მოიცავს კლიენტებისათვის ხელმისაწვდომი აქსესუარების ძალიან ფართო სპექტრს.

უსაფრთხოება: ჩვენი აქსესუარები – გაქურდვისაგან თავდაცვის სიგნალიზაცია, პარკირების სენსორები და ბევრი სხვა აქსესუარი საშუალებას გაძლევთ იზრუნოთ საკუთარ მგზავრებზე და ავტომობილზე.

ტურიზმი და ტრანსპორტირება: ბუქსირი, რელინგები და სხვა ფუნქციონალური აქსესუარები თქვენს განკარგულებაშია, რაც ამარტივებს ერთი ადგილიდან მეორეზე უსაფრთხო გადაადგილებას.

დაცვა :საბურავის ტალახისაგან დამცავი წინსაფარი , ხალიჩა და კიდევ ბევრი სხვა პრაკტიკული დეტალია  რაც მგზავრობისას  გამოგადგებათ.

ტექნოლოგია: სიტროენის თანამედრო აქსესუარები თქვენს მგზავრობას უფრო მხიარულს და სასიამოვნოს ხდის