September 26, 2019

სიტროენი მოწინავე რიგებშია და გამარჯვებისთვის იბრძვის !

სებასტიენ ოგიერ-მა და ჯულიენ ინგრასია-მ საიმედო და კონკურენტუნარიან C3 WRC-თან ერთად შეძლეს სათანადოდ შებრძოლებოდნენ ესაპეკა ლაპპისა და ჟანე ფერმ-ის წყვილს თურქეთის ავტორალზე, რამაც საფრანგეთის ეკიპაჟს შესაძლებლობა მისცა სერიოზულად დაპირისპირებოდა კონკურენტებს და ებრძოლა მსოფლიო ტიტულისთვის.

2015 წლის არგენტინის რალის შემდეგ, ეს სიტროენის მსოფლიო ავტორალის გუნდის (Citroën Total World Rally Team) პირველი წარმატებული შედეგია, ხოლო ამ სეზონზე გუნდის უკვე მესამე გამარჯვება, მონტე-კარლოს და მექსიკის გამარჯვებების შემდეგ. სიტროენის გუნდი მიიწევს წლის მეცხრე და მეათე პოდიუმისკენ. გასულ კვირას, გუნდი  სწრაფ და ძლიერ C3 WRC-თან ერთად მოწინავე რიგებს დაუბრუნდა და ხაზი გაუსვა გუნდის საბრძოლო განწყობას ჩემპიონატის ყველა გზაზე. შედეგი ნამდვილად საუკეთესოა სებასტიენ ოგიერისა და ჯულიენ ინგრასიასთვის (Sébastien Ogier /Julien Ingrassia), რომლებიც სატურნირო დაფაზე მეორე ადგილს იკავებენ  და მხოლოდ ჩვიდმეტი ქულით ჩამორჩებიან ლიდერებს. სეზონის დარჩენილ სამ რაუნდში სულ ცხრამეტი ქულაა.