November 19, 2019

C5 ეარკროსი SUV ჰიბრიდი

Ë- კომფორტის კლასი

Citroën იწყებს ახალ გამოწვევას და წარმოადგენს მის ტექნოლოგიურ ფლაგმანს C5 Aircross SUV Hybrid-ს, როგორც ელექტრო კომფორტის კლასის ურბანულ ავტომობილს.

პროგრესულ ჰიდრავლიკური ფუნქციის,  Advanced Comfort-ის  სავარძლებისა და მძღოლის 20 დამხმარე ფუნქციის გამოყენებით- ჰიბრიდული C5 Aircross SUV ახალ ფაზაში გადადის და წარმოუდგენელ კომფორტს გთავაზობთ.
. უკომპრომისო: მომხმარებლის მართვის ინტერესებიდან გამომდინარე, CO2 ემისიები ნულოვან დონეზეა დაყვანილი, რასაც განაპირობებს 100%-იანი ელექტრო რეჟიმი (50 კმ * დიაპაზონზე) და ხოლო ხანგრძლივი მოგზაურობის შეუზღუდავ დიაპაზონს კი  – ბენზინის ძრავი.
. მშვიდი :  ამ ელექტრო ურბანული ავტომობილით მგზავრობა უდაოდ მშვიდია, მისი ატმოსფერული შიდა სივრცე წარმოდგენილია ხმაურისა და ვიბრაციის გარეშე.
. მაღალი დონის მართვის გამოცდილება: ჰიბრიდული C5 ეარკროსის პერფორმანსზე პასუხისმგებელია PureTech ბენზინის ძრავის 180 ცძ , 80 კვტ ელექტრო ძრავის და ë-EAT8 ავტომატური გადაცემათა კოლოფის ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც გამომუშავდება 225 ცძ + C8 აკუმულირებული ენერგია და მყისიერად ხელმისაწვდომი ბრუნვის 320 ნმ.
.ინტუიციური: სრული ეკოსისტემა, ინტუიტიური და მოსახერხებელი, მათ შორის მართვის რეჟიმების ავტომატური კონტროლით, მარტივად დატენვადი ფუნქციით და სპეციალური სერვისებისთვის განკუთვნილი პორტალით .

 

მისი შესანიშნავი მოდულარობით, C5 Aircross SUV Hybrid ყველაზე მოქნილი ავტომობილია მის სეგმენტში: 3 ინდივიდუალური უკანა სავარძელი, გაცურების, დახრის და დაკეცვის შესაძლებლობით მოცულობით სივრცეს ქმნის და საუკეთესოა მის კლასში.

ახალი C5 Aircross SUV Hybrid  გთავაზობთ ელექტრო რეჟიმით 50კმ დიაპაზონს, CO2 ემისიას – 39 C8გრ/კმ -ზე და WLTP ციკლში 1.7 ლ/100 კმ  მოხმარებას. C5 Aircross SUV Hybrid წარმოადგენს Citroën-ის ახალ, ელექტრო ფაზაში გადასვლის სტრატეგიულ მიდგომას და გთავაზობთ ჰიბრიდულ ძრავას ტექნოლოგიებისა და კონკურენტული ღირებულების კომბინაციით.