March 11, 2019

სიტროენის თამამი და ინოვაციური საუკუნე

საკოლექციო სერია “ORIGINS”

100 წლისთავის აღსანიშნავად სიტროენმა ექსკლუზიური საკოლექციო გამოშვება რამდენიმე მოდელით წარმოადგინა : C1, C3, C3 ეარკროსი, ახალი C4 კაქტუს ჰეჩბეკი, C-Elysée და C4/Grand C4 SpaceTourer. თამამი და ინვაციური საუკუნის საპატივცემულოდ სპეციალური ვერსიების გამოშვება 2019 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.
საკოლექციო გამოშვების მოდელები ნათელი ფერის დიზაინით ხასიათდება და მეტად ელეგანტურია. ჰარმონიული ტონებით და ოქროსფერი ჩრდილებით გაწყობილი სალონი მთლიან სილუეტს ქმნის და ხაზს უსვავს სიტროენის საუკუნოვან ხელწერას “Origins since 1919” . თითოეული მოდელი წარმოდგენილია მაღალი შესრულების კომპლექტაციით.

სიტროენის საუკუნოვანი ისტორია შემოქმედებითი, რომელიც მაღალ სტანდარტს ქმნის. საკუთარი მემკვიდრეობის მიმართ სიტროენის დამოკიდებულება უცვლელია, პატივისცემის ნიშნად ყველა ახალი ავტომობილი გარკვეულ წილად შეიცავს წარსულის ელემენტებს და იზიარებს სიტროენის მთავარ კონცეფციას.  100  წლის იუბილეს აღსანიშნავად, 2019 წლის იანვარში სიტროენმა წარმოადგინა ახალი ავტომობილების საკოლექციო ხაზი, სახელწოდებით “Origins” : C1, C3, C3 კომპაფქტური ეარკროსი, ახალი C4 კაქტუსი, C-Elysée და C4/Grand C4 SpaceTourer. ეს 6-ვე მოდელი ხაზს უსვავს სიტროენის იდენტობას  და აღჭურვილია პროგრამული უზრუნველყოფით “Advanced Comfort®”.

ყველა ახალი კონფიგურაცია

ექვსივე ავტომობილის ექსტერიერი კონკრეტული სტილისტური მიდგომით ხასიათდება, რაც , ერთი შეხედვითაც შესამჩნევია 

– ყოველი მოდელი ხელმისაწვდომია განსხვავებული სტილის და ფერის დიაპაზონით :თეთრი, რუხი და შავი.
– ორი ფერში გაწყობილი ავტომობილები ხელმისაწვდომია შავი სახურავით(C1, C3, C3 კომპაქტური ეარკროსი და C4 paceTourer).
– საკოლექციო გამოშვებას აერთიანებს ექსტერიერის კონფიგურაცია “Origins” , ბრონზირებული დიზაინის კომპონენტით, და ამავე კონცეფციის საერთო დეტალებით:
. სარკის ნიჟარაზე ბრინჯაოსფერი მისაკრავი და გვერდითა მაშუქები დეკორატიული კანტებით ( C-Elysée და C4/Grand C4 SpaceTourer მოდელების გარდა)
. საბარგულზე მოდელის ნიშანი სტიკერით( ყველა მოდელზე)
. განმასხვავებელი ცენტრალური სახურავის დეკორი (C3-ზე)
. სპეციალური ბრონზირებული შეფუთვა ნისლის მაშუქებზე და ბამპერის წრიულ ხაზებზე. (C3, ახალ C4 Cactus Hatchback), ასევე ბრონზირებულია წინა მაშუქები( C3 აერკროსი) და საბურავის დისკების ცენტრალური ნაწილი (C1)
. სტიკეტი წარწერით “Origins since 1919” მოთავსებულია ყველა მოდელის წინა კარზე
– შემდეგი განმასხვავებელი სტილისტური დეტალებია:  მუქი შეფერილობის უკანა ფანჯრები და შავი ალუმინის დისკები (გარდა C-Elysée და C4/Grand C4 SpaceTourer)
სპეციალური სერიის მოდელების შიდა სივრცე მყუდროა :
– ჰარმონიული პროექტი ითვალისწინებს : რუხი ფერის ჩინურ მატერიას ოქროსფერი კანტებით, ლეიბლით  “Origins”(C3, C3 კომპაქტური კროსოვერი და ახალი C4 კაქტუს ჰეჩბეკი) ასევე, წინა ოქროსფერი ზოლებით გაწყობილ მართვის პანელს (C3) და სპეციალურ დამცავ წინა/უკანა ნოხებს.

სპეციალურ სერიის მოდელების შიდა ინტერიერი მყუდრო და განსაკუთრებულია:

– ჰარმონიულად შექმნილ სალონს ამშვენებს “ჩინეთის რუხი” ქსოვილი ოქროსფერი ჩრდილებით და ლეიბლით “Origins” (C3, C3 კომპაქტური ეარკროსი და ახალი C4 კაქტუს ჰეჩბექი ), მართვის წინა პანელს კი მისტრალში ოქროსფერი კანტები გაზდევს (C3) და სპეციალური წინა და უკანა დამცავი ნოხებით არის გაწყობილი

საფრანგეთში შეკვეთების მიღება დაიწყო

ახალი საკოლექციო სერია საერთაშორისო დონეზე იწარმოება. საფრანგეთში “Origin” ვერსიების მოდელებზე, როგორიცაა: C3, ახალი C4 კაქტუს ჰეჩბექი და C4/Grand C4 SpaceTourer შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო. სერია “Origins” მოდელების C1 და C3 ეარკროსის წარმოება 2019 წლის მეორე კვარტალში დაიწყება.

თანამედროვე კომფორტი და უსაფრთხოების პროგრამები კლიენტებისათვის გამარტივებული მოხამრების კუთხით შეიქმა:

– საკოლექციო სერიის  C3:  ნათელი და მოქნილი ქალაქის ავტომობილი მაღალი შესრულებით (Shine) მოიცავს:  რევერსულ კამერას, კავშირის ყუთს – SOS პაკეტით და ასისტენტით, სანავიგაციო სისტემას სენსორული ეკრანით, უკანა ელექტრო ფანჯრებს, უსაფრთხოების პაკეტს აქტიური უსაფრთხოების მუხრუჭით, მძღოლის დამხმარე ფუნქციებს, შეჯახების გამაფრთხილებელს, ავტომატურ მაშუქებს და უკან ხედვის ელექტრო სარკეს.

– საკოლექციო სერიის ახალი C4 კაქტუსი, ულტრა კომფორტული, მაღალი შესრულების (feel) ჰეჩბეკი ასევე აღჭურვილია: სიტროენის კავშირის ყუთით,მასთან ერსებული SOS პაკეთით და ასისტენტით, სიტროენის სანავიგაციო სისტემით, რომელიც სენსორულ ეკრანზე “Mirror Screen” ფუნქციებით მუშაობს, კარის ელექტრო-დასაკეცი სარკეებით და კომფორტული სავარძლებით.

– საკოლექციო სერიის C4/Grand C4 SpaceTourer, 5 და 7 ადგილიანი მრავალ ფუნქციური ავტომობილის (Live) ვერსია ფლობს შემდეგ მახასიათებლებს: კომფორტულ სავარძლებს სახელურით და თავის მოსასვენებელი ბალიშებით, კავშირის ყუთს (Connect box), მასთან aრსებული SOS პაკეთით და ასისტენტით, სანავიგაციო სისტემას, რომელიც სენსორულ ეკრანზე “Mirror Screen” ფუნქციებით მუშაობს, 30სმ-იანი პანორამული HD ეკრანს, წინა სავარძლებს განათებით, წინა სამგზავრო სავარძლებს დაკეცვის ფუნქციით, ნისლის მაშუქებს სტატიკური კუთხის განათებით, წინა სავარძლებს მასაჟორით და ელექრო რეგულირებადი ფუნქციით, სალონის მოძრავი რიგის 2 სავარძელს (C4 SpaceTourer).