Lacoste

Légende ci-dessous
Lacoste

ფილოსოფია

600x430_1_Lacostejpgნათელი , მარტივი და თავისუფალი კონცეპტუალური ავტომობილი Citroën Lacoste ზედმეტი სრულყოფილების გარეშე, უდაოდ მომავლის ავტომობილია. მისი მიზანია მანტრა “უფრო მეტი” დაასრულოს და ამით ცვლილება შეიტანოს საავტომობილო ინდუსტრიაში. ახალი მოდელი არსებობა ხელს უწყობს Citroën– ს ყურადღება გაამახვილოს ორიგინალური მანქანების შექმნაზე, რომლებიც მარტივი და ქმედითია, თუმცა ემოციური მიმზიდველი. Citroën Lacoste-ამ, ზოგადად,  შეცვალა კონცეპტუალურ ავტომობილებზე შექმნილი წარმოდგენა და დაამტკიცა რომ თითოეული მოგზაურობა ახალი გამოცდილებაა, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უფრო მეტად მხიარულს და მიმზიდველს ხდის.

სიტროენი და ლაკოსტა

კონცეპტუალური ავტომობილის ზოგიერთი დეტალი, მაგალითად, კვადრატულ ფორმის რელიეფური დიზაინი ჩოგბურთის ბადეს მოგვაგონებს და ლაკოსტას ბრენდის სპორტულობაზე მიუთითებს. ტანსაცმლის თუ აქსესუარის გარდერობის მსგავსად  სიტროენ ლაკოსტას კონცეფციაც მრავალფეროვანია. ფერებისა და მატერიების სხვადასხვა ტონალობები ორი ბრენდის თანხვედრას უფრო ინტენსიურს ხდის.

 

დიზაინი

600x430_2_Lacosteმინიმალისტური და ელეგანტური  Citroën Lacoste თავს იწონებს ორიგინალური სპორტული სილუეტით, მაღალი გარშემოწერილობით, ამობურცული ტექსტურირებული ფრთებით, მინიმალური გადახურვით და საბურავზე გოლფის ბურთისებური რკალებით. ყურადღებას იქცევს მისი “ღია” ფრომები, შემოქმედებითი და ელეგანტური ხასიათი ,რომელიც ამავდროულად სრულყოფილ დრაივს გვპირდება. თავის მხრივ კონცეპტუალური ავტომობილი იკვლევს მკვეთრი რეალობის იდეას, რომლის დროსაც აღქმა ახალ სიმკვეთრეს იძენს და აძლიერებს შეგრძნებებს.

 

ჰარმონია

Citroën Lacoste-ს არ სჭირდება ძლიერი ძრავა იმისთვის რომ მართვის  სიამოვნება მოგანიჭოთ. მას აქვს ეკოლოგიური და ეკონომიური სამ-ცილინდრიანი ბენზინის ძრავით, ყველა შესრულებით, რომელიც საჭიროა ამ ზომის ავტომობილისთვის. ელექტროსადგური სრულყოფილად ემთხვევა კონცეპტუალური ავტომობილის ძირითად მიდგომას. Citroën Lacoste-სთვის გარემო მნიშვნელოვანია, ამას ადასტურებს მისი ძრავა და დიზაინი და დიდი ზომის საბურავები.

სალონი

600x430_3_Lacosteმეტი სიამოვნების, სიმარტივისა და ელეგანტურობისთვის, აქცენტი გაკეთდა ტრადიციულ ფერებზე, როგორიცაა თეთრი და მუქი ლურჯი, გაცოცლხებული ულტრა-ყვითელი ტონებით. სალონი მოიცავს უამრავ სათავსო ზონას, რაც მეტად კომფორტულია ხანგრძლივი მოგზაურობის დროს. პანელის ქვეშ ზედმიწევნითი სიზუსტით განლაგებული ორ-განაყოფილებიანი სექცია. სავარძლებზე გადაკრულია თეთრი ფერის ბამბის ქსოვილი, რომელიც ძალიან წააგავს Lacoste ბრენდის პოლოს პერანგებს. სალონის მეტი სიმარტივისთვის კარი განიერი ფართო ჭრილით შეიცვალა და ავტომობილის იერსახე უფრო სრულყოფილი გახდა.

კრეატიული ტექნოლოგია

ტექნოლოგია, რომელიც Citroën Lacoste-ს კონცეფციის ავტომობილში გვხვდება გასართობ ხასიათს ატარებს, რაც, როგორც ჩანს, ხაზს უსვამს, დიზაინისა და ტონის სიმსუბუქეს შორის არსებულ პარადოქსს. ავტომობილს არ აქვს ფიქსირებული სახურავი. მის ადგილზე არის T ფორმის სტრუქტურა, რომელიც ეხმარება მგზავრებს მარტივად ჩასხდომაში და ხასაითდება ავტომატური გასაბერი სახურავით. ანალოგიურ რეესტრში, გამშვებ პანელზე არსებული ზოლი წარმოადგენს ავტომობილის ეკრანს უზარმაზარი პიქსელებით, სადაც მოცემულია ინფორმაცია მართვის შესახებ. ამ გულუბრყვილო გარეგნობის უკან უახლესი ტექნოლოგიები დგას. გონივრულად შექმნილი წინა და უკანა მაშუქები ჩამქრალ მგომარეობში ავტომობილის მუქ ლურჯ ტონებს ეხამება და შეუმჩნეველი ხდება. ვიზუალური მახასიათებლების გარდა, დიზაინის ეს არჩევანი ჯადოსნური განათების სანახაობას ქმნის.