Mirror Screen

Android Car, Apple CarPlay™ და MirrorLink®-ის მეშვეობით პროგრამა Mirror Screen დაგეხმარებათ ისარგებლოთ თქვენი სმარტფონის ოპტიმიზებული აპლიკაციებით ტაქტილურ დაფაზე .

Mirror Screen გაძლევთ შესაძლებლობას ისარგებლოთ თქვენი სმარტფონის ოპტიმიზებული აპლიკაციებით ტაქტილურ დაფაზე. ეს ფუნქცია გაცილებით პრაქტიკული, მარტივი და უტყუარია.

MIRROR SCREEN ფუნქციები

Servicesendetail_555X318

Mirror Screen-ის მეშვეობით, თქვენი სმართფონი და ავტომობილის სენსორული ეკრანი ერთმანეთს უკავშირდება.
თქვენვის სასურველი აპლიკაციების გამოყენება ყოველდღიურად, ავტომობილით მგზავრობის დროსაც შესაძლებელია. Mirror Screen თქვენს აპებს ავტომობილის სენსორულ ეკრანზე განათავსებს .
Mirror Screen-ის ჩასართავად საჭიროა თქვენი სმართფონი კაბელის მეშვეობით დაუკავშიროთ სენსორულ ეკრანს. Mirror Screen იყენებს თქვენი სმართფონის ხელმოწერას (subscription) და არ აგენერირებს დამატებით ხარჯებს.
გარდა ამისა, სენსორულ ეკრანზე აპლიკაციების ხილვადობა გაუმჯობესებულია, ეს კი საშუალებას გაძლევთ მართოთ თქვენი აპლიკაციები როგორც ხმით ისე ჟესტიკულაციით, მოუსმინოთ რადიოს, ხმოვანი ფუქციით გააგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება, (ან მოისმინოთ ტექსტური შეტყობინება) რაც თქვენი უსაფრთხო მგზავრობისთვის მთავარი პირობაა!
* გამონაკლისს წარმოადგენს ფასიანი აპლიკაციები. ფუნქცია Mirror Screen შემოთავაზებულია ოფციურად ან სერიულად, ვერსიების მიხედვით.

MIRROR SCREEN-ის თავსებადობა

APPLE CARPLAY™

Apple-Car-Play_555X318თუ იყენებთ iPhone-ს, მაშინ Apple CarPlay ™ გთავაზობთ ინტუიციურ საშუალებას, რომელიც დაგეხმარებათ ხმოვანი მართვის ფუნქციით ან სენსორული ეკრანის გამოყენებით განახორციელოთ ზარი, მოუსმინოთ მუსიკას, წაიკითხოთ ან გააგზავნოთ სხვადასხვა შეტყობინებები.
იმისთვის რომ თქვენი ყურადღება მხოლოდ გზისკენ იყოს მიმართული, უმჯობესია ავტომობილის სენსორული ეკრანის ან საჭესთან არსებული ვოკალური კონტროლის ღილაკის მეშვეობით  გააქტიუროთ Siri-ის ხმის ამომცნობი ფუნქცია. Siri დაგეხმარებათ დაუკავშირდეთ თქვენს iPhone-ში არსებულ კონტაქტებს, უპასუხოთ შემოსულ ზარებს ან უკარნახოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ისე რომ არც კი დახედოთ ტელეფონს.
Apple CarPlay™-ის მეშვეობით შეგიძლიათ სპეციალური აუდიო აპლიკაციების გამოყენება, როგორიც არის Spotify ან Stitcher-ი.

ANDROID AUTO

Android.auto.logo.custom_555X318Android Car-ის გამოსაყენებლად აუცილებელია შესყიდვისთანავე დააინსტალიროთ ავტომობილის რადიო , რომელიც თავსებადი იქნება Android Car-თან და Android 5.0 (Lollipop) ან უფრო ძველი ვერსიით აღჭურვილ ტელეფონთან. თავდაპირველად, თქვენს სმართფონში ჩამოტვირტეთ Android Car-ის აპლიკაცია Google Play store-დან. სმართფონის და ავტომობილის რადიოს დაკავშირების შემდეგ თქვენი აპლიკაცია ავტომატურად გამოჩნდება ავტომობილის სენსორულ ეკრანზე  Android Car -ის დახმარებით. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ გვერდს :https://support.google.com/androidauto/answer/6348019?hl=en

MIRRORLINK®

Mirror-Link_555X318

MirrorLink® უზრუნველყოფს სენსორულ ეკრანზე თქვენი სმართფონის აპლიკაციების მარტივ და უსაფრთხო გამოყენებას, მართვის დროს ადაპტირებული ინტერფეისით : ნავიგაცია, მართვის ასისტენტი, მულტიმედია და ტელეფონი…
პროგრამები ფუნქციონირებს სმარტფონზე, თუმცა ნაჩვენებია თქვენი ავტომობილის ეკრანზე, ხოლო ხმა  ისმის ავტომობილის ინტეგრირებულ აუდიო სისტემაზე.

შესაძლებელია ყოველდღიურად გამოყენებადი აპლიკაციების გადაადგილება ავტომობილის მართვისთვის ადაპტირებულ ფორმატში.

Mirror Screen ხელმისაწვდომია მოდელებზე : C1, C3, C3 Aircross, C-Elysée, C4 SpaceTourer, C5 Aircross, SpaceTourer.