July 8, 2022

აღმოაჩინე AMI-ს სამყარო

 ულტრა კომპაქტური და ეკონომიურად ეფექტური გადაწყვეტილება ! სულ მალე AMI 100% ელექტრო საქართველოში გაიყიდება.

AMI აგრძელებს Citroën-ის ტრადიციას, რომელიც ყოველთვის ხელს უწყობს საავტომობილო ლანდშაფტის ევოლუციას. ინოვაციური გადაწყვეტილება ზუსტად ესადაგება ქალაქის სტილს. მისი მცირე ზომების გათვალისწინებით (2.41 მ სიგრძე, 1.39 მ სიგანე ,1.52 მ სიმაღლე) ის ულტრა კომპაქტური სატრანსპორტო საშუალებაა,რომელიც საპარკინგე ადგილის მხოლოდ ნახევარს იკავებს !

ნულოვანი გამონაბოლქვი და ნულოვანი ხმაური – AMI 100% ელექტროა!

ის არა მხოლოდ უფრთხილდება გარემოს, არამედ ადვილად ეგუება ურბანული მობილობის ახალ საჭიროებებს. ელექტრომობილის ერთ-ერთ უპირატესობას, ნულოვანი ემისიის გარდა , მისი ჩუმი ფუნქციონირების უნარიც განსაზღვრავს, რაც უდაოდ ქმნის კომფორტს და სიმშვიდის შეგრძნებას.

პანორამული სახურავი, დიდი ზომის საქარე მინა, გვერდითი და უკანა ფანჯრები იძლევა სივრცისა და სიკაშკაშის განცდას, ეს კი შესანიშნავ ხილვადობას უქმნის როგორც მძღოლს, ასევე მგზავრს.
AMI -ს მთავარი ხიბლი მის სიმარტივეშია. ინტეგრირებული კაბელის დახმარებით 100% ელექტრო AMI 3 საათში 220V-ზე სრულად იტენება, ისევე მარტივად როგორც თქვენი სმარტფონი ან ლეპტოპი.

AMI დიაპაზონი საქართველოს ბაზრისთვის 150კმ-მდეა გაზრდილი, მაქსიმალური სიჩქარე კი 45 კმ / სთ-ია.