May 19, 2021

MY AMI CARGO

ჭკვიანი ტექნოლოგიებით შექმნილი AMI უზრუნველყოფილია ტევადი სათავსო სივრცით, ნულოვანი ემისიით და მოსახერხებელია მოკლე მანძილზე გადაადგილებისთვის.

MY Ami Cargo ერთ თვეში ევროპის ექვს ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი. ეს გადაწყვეტილება ბიზნესის წარმომადგენლებისა და პროფესიონალებისთვის უდაოდ უპრეცედენტოა.

My Ami Cargo ლოგისტიკის ახალ გამოწვევებს თამამად ხვდება. ადგილობრივი მომსახურების კომპანიები, მომწოდებლები, საცალო ვაჭრობის წარმომადგენლები, ხელოსნები, თვითდასაქმებული თუ ადმინისტრაციული ან სამრეწველო ორგანიზაციები საკმაოდ ხშირად აწყდებიან ლოგისტიკასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამ ხმრივ, My Ami Cargo არის უნივერსალური, სრულად ელექტრო, ულტრა კომპაქტური და ეკონომიურად ეფექტური გადაწყვეტილება,  რომელიც აერთიანებს AMI– ს ყველა უპირატესობას  ოპტიმიზირებულ სათავსო სივრცესთან ერთად.

My Ami Cargo გთავაზობთ ინოვაციურ ინტერიერის განლაგებას,
დატვირთვის მოცულობა შეადგენს 400ლ, მძღოლის ზონასა და დატვირთვის ადგილს შორის მოთავსებულია გამყოფი კედელი, მოძრავი ზედა თარო, რომელსაც შეუძლია შექმნას მობილური მაგიდა ან ბრტყელი 2 დონიანი იატაკი. მისი დიაპაზონი 75 კმ-მდეა, მაქსიმალური სიჩქარე კი 45 კმ / სთ.

 MY Ami Cargo გაიყიდება ონლაინ , შესაბამისი შეთავაზებებით და მომსახურებით, რომლებიც ხელმისაწვდომია ყველა პროფესიონალისთვის.