March 2, 2020

ახალი სიტროენ C3: პირადი სივრცე, რომელიც არასდროს ყოფილა ასეთი კომფორტული!

დღეს, სიტროენი წარმოადგენს ახალ C3- ს, ბრენდის მსოფლიო ბესტსელერის ევოლუციას. 2016 წლის ბოლო გამოშვებიდან, მესამე თაობის მოდელის გაყიდვებმა 750,000-ს მიაღწია.

ახალი სიტროენ C3-ის თანამედროვე და დამცავი იერსახე განასხვავებს მას სხვა მოდელებისგან. მისი მთავარი უპირატესობა ფერების ფართო ასორტიმენტი და შეუდარებელი კომფორტია.

ახალი სიტროენ C3-ს  გამოირჩევა:
– ინდივიდუალიზმით, რომელიც ხასიათდება ბოლო თაობის კონცეპტუალური ავტომობილებისთვის შექმნილი განათების თანამედროვე LED მაშუქებით.

– გაზრდილი პერსონალიზაციის პოტენციალით, რომელიც ახლა უკვე მოიცავს 97 ექსტერიერის ხელმისაწვდომ კომბინაციას, სახურავის 3 ახალ სტიკერს, 2 ახალ დისკს და 3 ფერის შიდა ინტერიერს, რომელთაგნაც 2 ახალია.
– ახალი ეარბამპერის დიზაინით, რაც ბრენდის გრაფიკული ხელწერაა.
– კომფორტის ახალი გამოცდილებით, რომელიც ჩვეულებრივ გათვალისწინებულია მაღალი სეგმენტაციისთვის, თუმცა გამონაკლისის სახით, პირველად შეიქმნა ამ სეგმენტისთვის, რაც გულისმობს: ახალ ულტრაკომფორტულ სავარძლებს, მართვის 12-მდე დამხმარე ფუნქციას, SOS ასისტენტს, ”სენსორულ ტაბლეტს” და Connect Play-ს სმარტფონის დუბლირებისთვის. აპარატურა, სრულყოფილად მოქნილია დროში, რაც ჩვენს ყოველდღიურობას ნათლად ამარტივებს.

მისი ეფექტური Euro 6 წვის ძრავებით, ახალი Citroën C3 მრავალმხრივი ავტომობილია.

ახალი სიტროენ C3-ის სადილერო გაყიდვები 2020 წლის ივნისიდან დაიწყება.