July 4, 2022

თამამი და ინოვაციური C5 X, მშვიდ სამოგზაურო გამოცდილებას გვპირდება

ორიგინალური დიზაინის C5 X-ის სახით ავტომობილების სეგმენტს შთამბეჭდავი სიახლე შეემატა, ეს იყო ინოვაციური წინადადება Citroën-ის ავტომობილების მრავალწლიან ტრადიციაში.

C5 X ზედმიწევნითი სიზუსტით გადმოსცემს Citroën-ის ფილოსოფიას. C5 X არის ელეგანტურობის, დინამიურობის და SUV-ისთვის დამახასიათებელი ფორმის უნიკალური კომბინაცია.

Citroën Advanced Comfort®-ის დახმარებით C5 X მაქსიმალურად უზრუნველყოფს სიმშვიდის შეგრძნებას. განათება, ფართო ინტერიერი, ფერის და მატერიის შეხამებული კომბინაცია თბილ ატმოსფეროს ქმნის .Citroën Advanced Comfort® არის პროგრამული გადაწყვეტილება, რაც თავის მხრივ მოიცავს სრულიად ახალ Citroën Advanced Comfort®-ის აქტიურ ამორტიზაციას, კომფორტულ სავარძლებს და სამგზავრო განყოფილებას ლაუნჯ ფუნქციით. C5 X ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებს, სრულიად ახალ 12″ HD სენსორულ ეკრანს ხმის ამოცნობის ფუნქციით, მართვის დამხმარე სისტემებს ნახევრად ავტონომიური მართვის შესაძლებლობით. C5 X, ხელმისაწვდომია ბენზინის და ჰიბრიდული ძრავებით.