January 25, 2021

ახალი Ë-C4 – 100% ელექტრო და ახალი C4: წარმოგიდგენთ სიტროენის ბოლო თაობის ჰეჯბეკს

2020 წელს სიტროენი აგრძელებს ელექტრო მობილების გამოწვევას და წარმოგვიდგენს აღორძინების გზაზე მიმავალი ავტომობილებს: ახალი ë-C4 100% ელექტრო და C4-ის ვიზუალურ მხარეს.

სრულიად ახალი თაობის ავტომობილი , რომელიც აერთიანებს კომპაქტური სეგმენტის სტანდარტებს და ინარჩუნებს Citroën-ისთვის დამახასიათებელ იდენტურობას:
.ენერგიის არჩევანი: 2020 წლის მთავარი მოტივია, “Citroën- ელექტრო ავტომობილები ყველასთვის”. ელექტროფიკაციის სტრატეგიაში, რომელიც გულისხმობს რაც შეიძლება მეტი ელექტო ავტომობილის შექმნას,” ახალი ë-C4 წარმოადგენს რიგით მეხუთე 100% ელექტრო ავტომობილს, C5 Aircross SUV Hybrid-ის, Ami-ის, ë-Jumpy-ის და ë-SpaceTourer-ის შემდეგ. თუმცა, მომხმარებლის მოთხოვნილებების გათვალისწინებით 100% ელექტრო ვერსიის გარდა, ახალი C4 ხელმისაწვდომია როგორც ბენზინის ისე დიზელის ძრავით.
.კონცეფციის სიმტკიცე: სხვადასხვა სტანდარტით შექმნილი აეროდინამიკური სილუეტი, Citroën- ის ახალ სტილისტურ ეტაპზე მიგვანიშნებს. იგი გამოირჩევა თავისი მკაფიო და გრაფიკული დიზაინით,უნიკალური ფორმით, ის მაღალი, კომპაქტური და ენერგიულია, მასზე მორგებულია დიდი დიამეტრის საბურავები.
. კომფორტი ბორტზე: Citroën Advanced Comfort®- პროგრამის ყველა ინგრედიენტი ჩართულია ახალი კომფორტის მისაღწევად, მათ შორის , Progressive Hydraulic Cushions, რომელიც უზრუნვეყოფს დინამიური მართვის შესაძლებლობას, ®, Advanced Comfort-ის სავარძლები, სალონში არსებული სივრცე და თანამედროვე ტექნოლოგიები ქმნიან ინოვაციური მართვის სტილს ყველა მგზავრისთვის. ახალი ë-C4 გამდიდრებულია 100% -იანი  ელექტრო თვისებებით რაც მოგზაურობისთვის უდაოდ კომფორტულია.
გაბედული სალონების ღირსეული მემკვიდრეებს შორის არიან GS, რომელიც 50 წლის იუბილეს აღნიშნავს, ახალი ë-C4 – 100% ელექტრო და ახალი C4 , რომელთა საზეიმო ჩვენება გაიმართება 30 ივნისს.