მსოფლიო პრემიერა: SpaceTourer სიტროენისეული კონცეფციით

2019 წელს ჟენევის მსოფლიო საპრემიერო ავტო-შოუზე სიტროენი SpaceTourer-ით იქნება წარმოდგენილი. ავტომობილის შექმნის მთავარი კონცეფცია თავისუფლებისადმი სურვილის ისპირაციით შეიქმნა. სიტროენ SpaceTourer-ი განკუთვნილია ხანგრძლივი მოგზაურობებისთვის და გთავაზობთ, როგორც მყუდრო საცხოვრებელ, ისე სამუშაო სივრცეებს .
“SpaceTourer”-ი ბრენდის ერთგულ გულშემატკივრებს დაუვიწყარ და კომფორტულ თავგადასავლებს პირდება.
თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ბრენდ “Martone”-თან პარტნიორული ურთიერთობის საფუძველზე გაფართოვდა და კონცეფტუალური სტილისტური კოდების გათვალისწინებით შეიქმნა ექსკლუზიური ველოსიპედის ახალი მოდელი “Rider The Citroënist by Martone”. ველოსიპედის ამ მოდელის და Citroënist-ის კონცეფციის სხვა ნივთების შეძენა შესაძლებელი იქნება ონლაინ ვებ-გვერდიდან: www.lifestyle.citroen.com
SpaceTourer-ის ბაზაზე შექმნილი, სრულიად ახალი ავტომობილი გთავაზობთ სპეციალურ კონფიგურაციას, რომელსაც აქვს 2 მგზავრის დასაწოლი ადგილი, საბარგული ველოსიპედისთვი და მოქმედი ბორდ-ოფისი.
კონცეფტუალური SpaceTourer-ი შექმნა მიანიშნევს ამ ტიპის საავტომობილო ბაზრის მიმართ სიტროენის დინამიურ მიდგომაზე .შედეგად, 2018 წელს ბრენდის მაჩვენებელი ევროპის მაშტაბით 71%-ით გაიზარდა და დღეს პოზიციურად მეორე ადგილს იკავებს.